reportiori.ge - ნონა გაფრინდაშვილი: შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:03
ინტერვიუ
ნონა გაფრინდაშვილი: შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო!
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 14:20

მაშინ, როცა ნაციონალები „ბერკუტის" წინააღმდეგ ხმალამოღებული ილაშქრებენ და ადამიანების უფლებების დაცვის ეგიდით განცხადებას განცხადებაზე ავრცელებენ, ვანო მერაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით გამართული სასამართლო სხდომა დატოვა... დიახ, ბრალდებული მერაბიშვილი სახალხო კრების ლიდერების ნონა გაფრინდაშვილისა და გია ბურჯანაძის დაკითხვას არ დაესწრო! თუ რისი თქმა სურდა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ივანე მერაბიშვილისთვის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:


- ვანო მერაბიშვილმა მე და გია ბურჯანაძეს თავი აგვარიდა. ჩვენი დაკითხვის პროცესს არ დაესწრო. უთქვამს - შეუძლოდ ვგრძნობ თავსო და სხდომა დატოვა. მან კარგად იცოდა, რომ არც მე და არც გია უკან არ დავიხევდით და სიმართლის შეეშინდა! მერაბიშვილის ეს საქციელი არც გამკვირვებია. ან რა უნდა ეთქვა?! ერთადერთი, რისი თქმაც მერაბიშვილის ადვოკატებმა შეძლეს, იყო - დროშების პლასტმასის ტარები იარაღად იქნა გამოყენებულიო. უბრალოდ, სასაცილოა ამ ფაქტის განხილვა იმ ძალის ფონზე, რომელიც მერაბიშვილმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ იმ დღეს კი არ დაგვსაჯეს, მოგვკლეს, დიახ, მორალურად და ფიზიკურად გაგვანადგურეს! 9 აპრილს რუსებმა მეტი ჰუმანურობა გამოიჩინეს, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმმა - 26 მაისს. გაჩუმდნენ მაინც! ეს იყო შავი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და საკუთარი თავი თუ არ ენაღვლებათ, შთამომავლებს მ აინც გაუწიონ ანგარიში.


- მერაბიშვილი რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო, რას ეტყოდით?

- გულწრფელად გითხრათ, მეცოდება მერაბიშვილი, რადგან იმის შნოც კი არა აქვს, სინანული მაინც გამოხატოს 26 მაისს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ოდნავი სინდისი მაინც რომ ჰქონოდა, ბოდიში უნდა მოეხადა ჩვენთვის, მაგრამ რომელ სინდისზეა საუბარი, როცა ეს ადამიანი 26 მაისით ამაყობს! შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო! მე რომც მივუტევო, ქართველი ხალხი არ აპატიებს ამას! დიახ, ხალხმა უკვე გამოუტანა მერაბიშვილს განაჩენი, რომელიც ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე დიდია! ერთადერთი, ის მაკვირვებს, თუ რატომ არ ზის განსასჯელის სკამზე ვანო მერაბიშვილის გვერდით მიხეილ სააკაშვილი. დიახ, სააკაშვილის ადგილი ციხეშია და მანაც უნდა აგოს პასუხი! არსებული ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა, არ უნდა შერჩეს მიხეილ სააკაშვილს 26 მაისს მაღაზიის სახურავზე შემოწყობილი გვამები!

მეცოდება ყველა ის ადვოკატი, რომელიც ვანო მერაბიშვილისა და ახალაიასნაირ დამნაშავეებს იცავს. ნორმალური შეკითხვის დასმაც კი ვერ მოახერხეს ჩვენთვის! ან რა ნდა გვკითხონ?!


- მერაბიშვილის ადვოკატზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ალბათ, თქვენამდეც მოაღწევდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას დამცველმა გიორგი ონიანმა „ასავალ-დასავალს" უჩივლა - დაგვიმტკიცეთ, რომ ხალხი გავაუპატიურეთო...

- სასაცილოა ეს ყველაფერი... ციხის კადრებს რომ თავი დავანებოთ, მათ მორალურად მთელი ერი გააუპატიურეს! მოკლეს! ჩაქოლეს! დასცინეს! დიახ, თქვენ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს იცავთ და მათი დანაშაულებრივი ქმედების „გაპრავებას" ცდილობთ, ამ პროცესის ანამონაწილენი ხართ! ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ შეტევა კარგი თავდაცვაა!

როგორც ჩანს, ბოღმა აქვთ „ასავალ-დასავალის" მიმართ, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლაში...

ამაზრზენია, დღეს ნაციონალები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციებს რომ აწყობენ. მათ 7 ნოემბერსა და 26 საკუთარ მოსახლეობას ბევრად უფრო უარესი უბედურება დაატეხეს თავს და მორალური უფლება არა აქვთ, უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკონ! ნაციონალებო, რა სინდისით გამოხატავთ უკრაინელების მიმართ მხარდაჭერას, როცა საკუთარ მშვიდობიან თანამოქალაქეებს 26 მაისს სასაკლაო მოუწყვეთ და დღემდე ამით ამაყობთ?! საერთოდ, გრძნობის გამოხატვა შეგიძლიათ?! ვაი მათ, ვისაც თქვენი სჯერა და გისმენთ... დიახ, მეცოდება ის უკრაინელი, ვინც სააკაშვილის იდეოლოგიის მიმდევარია. მაგათ ჩვენი ქვეყნისთვის არ დაუყრიათ ხეირი და თქვენ აგაშენებთ?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ჩვენს მეგობარ უკრაინაში სიმშვიდე და წინსვლა იყოს!



ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016