reportiori.ge - მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:24
სპორტი
მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 13:37

1 აგვისტოს „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელს, პირველად მონაწილეობენ. 
ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს კი მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც შეურთდნენ. ქართველი პოლიციელები სპორტის 7 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა - მიიღებენ მონაწილეობას. 
წელს ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგება, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი სპორტსმენი პოლიციელები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადაზე არაერთ საპრიზო ადგილს დაიკავებენ. 
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა" 12 აგვისტოს დასრულდება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016