reportiori.ge - თამაზ თამაზაშვილი: ადრე ვთქვი, რომ სააკაშვილი ჰეროინს ისუნთქავს და იმიტომ აქვს ასე გასიებული ცხვირი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:59
მთავარი თემა
თამაზ თამაზაშვილი: ადრე ვთქვი, რომ სააკაშვილი ჰეროინს ისუნთქავს და იმიტომ აქვს ასე გასიებული ცხვირი!
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 16:18

ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი „ნაციონალური მოძრაობის"  ბრალდებას პასუხობს. თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ირმა ნადირაშვილის მიერ ჩამოთვლილი პირებიდან მხოლოდ შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილია მისი ნათესავი. შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ ბრიფინგი გამართა და გზების მშენებლობაში ღარიბაშვილ-თამაზაშვილების ოჯახის ინტერესებზე ისაუბრა.


"აი, რა უნდა ვუპასუხო ეხლა მაგათ? ვერ ატყობთ, რომ ეგენი ყველანი არიან ავადმყოფები, რეებს იგონებენ? უკანონოდ ვიჯექი ერთი წელი და იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადონ და სინანულის გრძნობა ჰქონდეთ, ეხლა კიდე რაღაცეებს მიგონებენ და ნერვებს მიშლიან.

 

არავითარი ნათესავი არ არის ის კაცი ჩემი. უბრალოდ დედამისი ყოფილა ჩვენი მოგვარე, შეუძლიათ გადაამოწმონ. ეგ საწყლები და უბედურები შეცდომაში შეიყვანეს. კი ბატონო, დიშვილია ზვიად ჯანყარაშვილი, მაგრამ დანარჩენები ჩვენი ნათესავები არ არიან. ვიღაცას დედა თამაზაშვილი ჰყავდეს და სადღაც დაინიშნოს, ყველა ჩვენი ნათესავი ხომ არ არის?

 

მოკლედ, მაგათ რეალობის გრძნობა აქვთ დაკარგული, შეხედე რას გვანან. ან თარგამაძე, რომელიც ლაპარაკობს, შეხედეთ რას ჰგავს. თუნდაც, ის ნადირაშვილი რომ გამოდის, გამწარებული. რატო არიან გამწარებული, ალბათ ირაკლის რომ წარმატებული გამოსვლა ჰქონდა," _ ამბობს თამაზ თამაზაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

 

თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანის წევრებად მოხსენიებული პირები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

 

"მიმართავენ სასამართლოს ისინი, ვისაც აბრალებენ ჩვენს ნათესაობას. ალბათ, უკვე მიმართეს კიდეც. კრიმინალიო - რომ იძახის ჩემზე თარგამაძე, კრიმინალი მე კი, არა ეგენი არიან, მთელი ნაციონალური ბანდა. გამოჩნდა ვინ არის კრიმინალი. რეაბილიტაცია თვითონ მაგათ გამიკეთეს, იმიტომ, რომ მთელი წელი ეძებეს ჩემზე კომპრომატი და აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ნახეს. მერე ციხე-ციხე დადიოდნენ და პატიმრებს ეხვეწებოდნენ, ტყუილად დაეწერათ ჩემზე რაღაც, მაგრამ ვერც იმათ დააწერინეს.

 

კრიმინალები არიან ეს თარგამაძე, ნადირაშვილი, ბოკერია, კანდელაკი, წიკლაური და ყველა. ჯერ ის ყოფილი პრეზიდენტი ნახეთ, ტელევიზორში რომ გამოვიდა, რასა გავდა, როგორ არის დასიებული. მე ადრე ვთქვი, რომ ჰეროინს ისუნთქავს მეთქი და იმიტომ აქვს ასე გასიებული ის ცხვირი ," _ ამბობს პრემიერ-მინისტრის სიმამრი.


 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016