reportiori.ge - ხატია სულაბერიძე - გოგონა, რომელმაც "Youtube" დაიპყრო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:39
ინტერვიუ
ხატია სულაბერიძე - გოგონა, რომელმაც "Youtube" დაიპყრო!
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 03:09

პროფესიით ექიმი - მომავალი ფსიქიატრი, სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, მოყვარული მსახიობი, მედია - ჰოლდინგ რეპორტიორთან" არსებული Art - სახელოსნო ,,კოლიბრის" რეჟისორი და გოგონა, რომელმაც "Youtube" დაიპყრო... ხატია სულაბერიძეს ოდესაში ვესაუბრეთ...


- ხატია, როგორ ფიქრობთ, საჭესთან რომ არ წაგეკითხათ ლექსები, მაინც ასეთი პოპულარული გახდებოდით?
- არ მიფიქრია, საერთოდ თუ გავხდებოდი პოპულარული, თუმცა, ალბათ, საჭემაც „შეუწყო" ამ ყველაფერს ხელი. "ქალი საჭესთან" ძალიან აიტაცა საზოგადოებამ და უფრო დიდი ინტერესით რთავდნენ ვიდეოს.

- ვისი ინიციატივა იყო სახელწოდება - "ქალი საჭესთან"?
- ზვიად კამკამაძის, რომელმაც პირველმა ატვირთა ვიდეო.

- საჭესთან ლექსის წაკითხვა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ალბათ...
- ლექსებს ავტომანქანაში მანამდეც ვკითხულობდი, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აუცილებლად წავიკითხავ, თუნდაც, მხოლოდ ჩემთვის და თუ საზოგადოებას ექნება სურვილი, კვლავ მოისმინოს ჩემს მიერ წაკითხული ახალი ლექსები, რატომაც არა? ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს კიდევ?

- თქვენ გადაწყვეტილი გავთ გახდეთ ფსიქიატრი... როგორ ფიქრობთ, მოგიტანთ თუ არა  ეს პოპულარობა, თქვენს პროფესიაში წარმატებას?
- არ ვიცი... მაგაზე არ მიფიქრია, თუმცა, ლექსების კითხვა არ არის ჩემს პროფესიაში წარმატების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯი... მთავარია, ისწავლო და მუდმივად გქონდეს სხვათა დახმარების სურვილი... მე მზად ვარ ყველას დასახმარებლად...

- არასდროს მოგსვლიათ მუზა , ლექსი რომ დაგეწერათ?
- ვაფასებ ყველა პოეტს და პირდაპირ გეტყვით: ძალიან ამაღლებულები არიან ისინი ჩემს თვალში! ლექსებს, რომლებსაც ვკითხულობ, ჩემი დაწერილი მგონია, იმდენად მოდის ჩემს გულთან თითოეული სტრიქონი. მუზას და ლექსის წერას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებ... თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ... სხვათაშორის, იმდენი შესანიშნავი ლექსი გვაქვს, მგონი, არასოდეს მოხდება ის, რომ მე ვწერო.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- ჩემს პირად ცხოვრებაზე სასაუბრო არაფერია.

- და მაინც, არსებობს თუ არა თქვენს ცხოვრებაში  ის "ერთი"?
- ის "ერთი", რომელსაც თქვენ გულისხმობთ, არ არსებობს.

- უკრაინაშიც ხომ არ აპირებთ ხალხის "გულის დაპყრობას"?
- სიყვარული დაგეგმვის გარეშე მოდის და ასე ვერ ვიტყვი. მადლობა ყველას იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემთვის იმეტებენ საქართველოში. აქ, ოდესაში ძალიან თბილი და კეთილი ადამიანები არიან,  მიყვარს ყველა და მადლობა ღმერთს, იგივეს ვგრძნობ აქაც...

- როგორც ვიცი,  მოყვარული მსახიობი ხართ.  გაქვთ თუ არა უფრო  სერიოზული გეგმები ამ სფეროში?
- ვაპირებ პარალელურად აქ, ოდესაში ჩავაბარო სარეჟისოროზე და ვნახოთ, რა გამოვა.

- საქველმოქმედო საღამოზე გკითხავთ:  ერთი უკვე გაიმართა, აპირებთ თუ არა მომავალშიც გააგრძელოთ  ეს საქმიანობა?
- აუცილებლად! ვაპირებ, ყოველთვის ვიყო იქ, სადაც საჭირო ვიქნები.

- ხატია, იქნებ გაგვიმხილოთ, რომელია ის "მესამე მელოდია", რომლის მოსმენის დროსაც ყოველთვის გიჩნდებათ  ლექსის წაკითხვის სურვილი...

- "sad piano (this will make you cry)"...

- ძალიან დიდი მადლობა. წარმატება თქვენს ყველა პროფესიაში და პირად ცხოვრებაშიც...
- მადლობა თქვენ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამუნა არჯევანიძე 

GOGAGGG.COM - სთვის

 

ფოტოები სპეციალურად "რეპორტიორისთვის" (ალეკო შარვაძე)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016