reportiori.ge - ბენჯი რავანელს ჩვენი დახმარება სჭირდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:42
მთავარი თემა
ბენჯი რავანელს ჩვენი დახმარება სჭირდება!
ავტორი: რეპორტიორი
11 თებერვალი, 2014. 16:55

ახალგაზრდა ქართველი პოეტი ბენჯი ჩხაიძე მძიმედაა ავად და ჩვენი დახმარება სჭირდება. ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ბენჯის ექიმებმა შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ქალა ტვნის ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, სუბდულარული ჰემორადია და კომატოზური მდგომარეობა.


ბენჯის ოჯახს მისი მკურნალობის თანხები ამოეწურა. იმ შემთხვევაში თუ ბენჯის დახმარება გსურთ, იხილეთ ბანკის რეკვიზიტები, რომელიც სტატიაზე მიბმულ ფოტოზეა ასახული და გააკეთეთ კეთილი საქმე ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.


მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22; გაგარინის ქ. #29 ა, თბილისი, 0160, საქართველო

მიმღების დასახელება: ჩხაიძე სოფიკო


მიმღების ანგარიშის ნომერი: GE78BG0000000788163400




მიყვარს თოვლში ღამის ქუჩა
გვირაბს როცა ბოლო უჩანს.
 

  • მიყვარს ფიფქებს როცა ვხედავ, 

გვირაბში რომ ფიქრებს ვბედავ. 

მიყვარს შავზე თეთით წერა, 
მიყვარს შენზე გულის ძგერა. 

მიყვარს როცა მცივა ხელზე, 
მიყვარს კოცნა მე შენს ყელზე. 

მიყვარს როცა მართობს მთვარე, 
ისიც მიყვარს რაც მაკმარე. 

მიყვარს დრო და წამებს ვითვლი, 
მიყვარს როცა ლექსებს გიძღვნი.




თივაში ვმალავ ნაკვერჩხალს...


თივაში ვმალავ ნაკვერჩხალს,

მგელი ფარასთან მიმყავს,

ვერ მივცემ გულის ნახევარს,

თუ - მთელი გულით მიყვარს.


წერილს ვწერ - უმისამართოს,

ლხინს ვეღარ ვეგუები,

წერას ვთხოვ მანამ გამართოს,

სანამ დავიღუპები.


მძულს თეთრი დაზამთრება,

ზეცისკენ კიბეს ვაწყობ,

სანამ დრო დამთავრდება,

იანვარს ორთქლით ვათბობ.


მარტი უჩემოდ მოვა,

ააგიზგიზებს თივას,

არ მინდა მიწად გლოვა,

თუ - მიწა ცოცხლად მტკივა.


ირგვლივ ვერავინ მხედავს,

მზეს გადაეწვა სხივი

მტრედი გაფრენას ბედავს ხოდა - უღმერთოდ ვივლი.

არაფერს აღარ განვიცდი,

გულანთებული "ვწვები"

მთავარი არის ხარისხი,

და - არა, "დიდი" წლები.


თივაში ვმალავ ნაკვერჩხალს,

მგელი ფარასთან მიმყავს,

ვერ მივცემ გულის ნახევარს,

თუ - მთელი გულით მიყვარს!


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016