რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ყვარლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შედეგად ყვარლის ციხის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე გამგეობის, ადმინისტრაციული შენობის, ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩებზე სახლების, ღობეების, ჭიშკრებისა და გზების აღდგენა განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება 3 514 205. 61 ლარია. სარეაბილიტაციო ღონისძიებები ქართულმა კომპანია შპს "დაგმა" განახორციელა და აღნიშნულ ობიექტზე, დაახლოებით, 270 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 10% ადგილობრივი მოსახლე იყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ყვარლის ციხის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, მოხდა ციხის გარე და შიდა კედლების რესტავრაცია და დაზიანებული ადგილების აღდგენა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სკვერი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა.