reportiori.ge - ბაჩო ახალაია: ხუთი წლის წინ, ქართული არმია ამაყად აღუდგა წინ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანის მქონე სახელმწიფოს სამხედრო აგრესიას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:38
კონფლიქტები
ბაჩო ახალაია: ხუთი წლის წინ, ქართული არმია ამაყად აღუდგა წინ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანის მქონე სახელმწიფოს სამხედრო აგრესიას
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 13:39

2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჟამდ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია, მეუღლის ანი ნადარეიშვილის facebook- ის საშუალებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ზუსტად ხუთი წლის წინ, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფი ქართული არმია გადაეღობა თავის ქვეყანას, საკუთარ მოქალაქეებს და ამაყად აღუდგა წინ 21-საუკუნეში ამ რეგიონისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანის მქონე სახელმწიფოს სამხედრო აგრესიას. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, მტერმა ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს მიწასთან გაესწორებინა ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ვერ გააჩერა ქვეყნის განვითარება და წინსვლა, ვერ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენს ისტორიაში ეს იყო წყალგამყოფი მომენტი - იარსებებდა თუ არა საქართველო საერთოდ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოცდა, რომელიც საქართველომ ჩააბარა.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული არ მახსენდება შემთხვევა, რომ საბჭოთა იმპერიას ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა წარმატებით არ დაესრულებინა, არ დაეპყრო, დამამცირებელ კაპიტულანტურ ზავზე არ დაეთანხმებინა ოპონენტი. საქართველომ ეს ავადსახსენებელი ტრადიცია დაარღვია - არათუ არ დანებდა, არამედ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ შეტევაზე გადავიდა და გააგრძელა განვითარების ევრო-ატლანტიკური კურსი. ეხლა მთავარია, რომ რაც გარე ოპონენტმა ვერ შეძლო, შინაურმა მოღალატემ არ გააკეთოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საამებლად.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც 2008 წელს ამ ქვეყნისათვის საბედისწერო მომენტში უკან არ დაიხია, არ შეშინდა, არ დაფრთხა გადაწყვეტილებების მიღებისას, ხელი არ მოაწერა ქვეყნისათვის მიუღებელ ზავს, უკან არ დაიხია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის. განსაკუთრებით ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე, ვინც თავი გასწირა და ვინც მომავალში მზად არის თავი დადოს საქართველოსათვის,"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016