reportiori.ge - ევროკომისარი გიუნტერ ფერჰოიგენი დღეს სოფელ დვანს ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:33
კონფლიქტები
ევროკომისარი გიუნტერ ფერჰოიგენი დღეს სოფელ დვანს ეწვევა
06 მარტი, 2014. 11:42


საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოფილი ევროკომისარი გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი დღეს სოფელ დვანს ეწვევა.


როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან განაცხადეს, ფერჰოიგენს გამყოფ ხაზთან მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უმასპინძლებს. ციხელაშვილი ყოფილ ევროკომისარს გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას, ასევე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ პრობლემებს გააცნობს.


მათთან ერთად დღეს დვანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლები ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. სოფელ დვანში გამგზავრებამდე კი, გიუნტერ ფერჰოიგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები" საჯარო ლექციას გამართავს. ყოფილი ევროკომისარი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016