საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს სოფელ ატოცში ჩავა და ექიმებთან ერთად, მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებში პირადად მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი მოსახლეობასაც შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სოფელ ატოცის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ დაურიგდებათ.
სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი ჩაატარებს. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციას სისტემატიური ხასიათი აქვს და მთელ საქართველოს მოიცავს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 81 ახალ ამბულატორიას სოფელ ატოციც დაემატება, სადაც 82-ე ახალი ამბულატორია აშენდება.
ჯანდაცვის მინისტრი ატოცში, დღეს 12:00 საათზე ჩავა.