reportiori.ge - სოფელ ქვეშში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან, პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გასროლა განახორციელეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:43
კონფლიქტები
სოფელ ქვეშში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან, პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გასროლა განახორციელეს
ავტორი:
10 აგვისტო, 2013. 20:52

10 აგვისტოს, 10:45 საათზე, გორის რაიონის სოფ. ქვეშში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შსს-ს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს.

„ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ე.წ. „ცხელი ხაზის" მეშვეობით დროულად მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ" -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016