reportiori.ge - მოლაშქრეთა ფედერაცია "ჭითაგვალას" ინციდენტზე პასუხიმგებლობას ირიდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:54
რეგიონები
მოლაშქრეთა ფედერაცია "ჭითაგვალას" ინციდენტზე პასუხიმგებლობას ირიდებს
ავტორი:
11 აგვისტო, 2013. 13:32

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია "ჭითაგვალას" ინციდენტზე პასუხისმგებლობას ირიდებს. ფედერაციის ხელმძღვანელის, ხვთისო ტურძილაძის განცხადებით,  "ჭითაგვალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი შემთხვევები დაუდევრობისა თუ უცოდინრობის გამო ხშირად ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
"აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას სრულიად სამართლიანად ვირიდებთ. დაკარგული ადამიანები არ იყვნენ ფესტივალ "ტობას" მონაწილეები და არც ფედერაციაში შემავალი რომელიმე მოლაშქრეთა კლუბის წევრები. ჩემი აზრით ამ ფაქტის გამუქება საინფორმაციო საშუალებების მიერ და ფესტივალ "ტობა"-ზე მიბმა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ბრძოლებთან. 
მივიჩნევ, რომ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია ფესტივალ "ტობა 2013"-ის შესახებ არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის, არამედ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვიკაციაა.  მე, პირადად დავპატიჟე ფესტივალზე ძველი თუ ახალი მთავრობის ბევრი წარმომადგენელი და უარის თქმა პრეზიდენტისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წამოსვლა საზოგადოების ნაწილში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, სრულიად უტაქტო და უზნეო საქციელი მგონია.
ლაშქრობა არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ფესტივალი ძალიან კარგად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კონტაქტი არ არსებობს ცივილიზაციასთან მონაწილეებს პრობლემა არ შექმნიათ და თავს კარგად გრძნობენ."   "
- წერს ტურძილაძე „ფეისბუქის" გევრდზე.  

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016