კონფლიქტები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა
ავტორი: თეო ტაბატაძე
25 მარტი, 2014. 14:09
გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობა დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა და აქცია გამართა. დიცელებს გასული წლის აგვისტოში სეტყვის შედეგად მოსავალი მთლიანად გაუნადგურდათ. ისინი ზარალის კომპენსაციას სახელმწიფოსაგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
დაზარალებულ დიცელებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი თოთლაძე შეხვდა, რომელიც აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ ზარალის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხები ხვალ დაურიგდებათ.
2013 წლის 28 აგვისტოს სტიქიის შედეგად 4 სოფლის მოსახლეობა დაზარალდა მათ ხეხილის ბაღები და სავარგულები მთლიანად გაუნადგურდათ. სახელმწიფომ დაზარალებული პირების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 94 ათასი ლარი გამოყო.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02