reportiori.ge - კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიები ხელისუფლებისგან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:19
მთავარი თემა
კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიები ხელისუფლებისგან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვენ
31 მარტი, 2014. 12:48




კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები მიმართვას სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში, ზვიად გამსახურდიას საფლავზე გააკეთებენ და მისი გარდაცვალების საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას მოითხოვენ.


"31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების და საქართველოს დამოუკიდებლობის მომტანი რეფერენდუმის ჩატარების დღეა. როგორც იცით, მამას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ საქმე უკვე ოცი წელიწადია, თაროზეა შემოდებული. 2004 წლის შემდეგ აღარავითარი საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საკუთარ დასკვნაში ფაქტობრივად გამორიცხა თვითმკვლელობის ვერსია და მიმართა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი მოკვლევის მოთხოვნით, მსგავსი არაფერი მომხდარა. თითქოს არ ყოფილა ის კაცი, თითქოს არაფერი გაუკეთებია, თითქოს არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება!


აქედან გამომდინარე, ხვალ ჩვენ, სამივე ძმამ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ ამ საკითხის ირგვლივ და ერთობლივად, პრინციპულად მივმართოთ ახალ ხელისუფლებას, რათა გატარდეს კანონშესაბამისი ღონისძიებები და საბოლოოდ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.


მიმართვა გაკეთდება სიმბოლურად მამას საფლავზე, მთაწმინდის პანთეონში, 12:00 საათზე. შემდგომ დოკუმენტი ოფიციალურად გადაეცემა ადრესატებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, ჩვენ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მოგმართავთ ხელისუფლების პირველ პირებს, რომლებიც ჭეშმარიტი დემოკრატიის და სამართლიანობის უზენაესი პრინციპების დაცვის პირობით, ხალხის ნებით და არჩევანით მოხვედით ქვეყნის სათავეში.

 

 

მაშინ, როდესაც მთელი აქცენტი გადატანილია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე, ბოლო ათწლეულში აღძრულ, სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეების ობიექტურ გამოძიებაზე;


მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ჭეშმარიტება სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც უკვე წლებია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განსჯის საგანია;


თავს ვალდებულად ვთვლით, შეგახსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ყველაზე მეტად ბურუსით და დღემდე გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკვე 20 წელია, პროკურატურის თაროებზეა შემოდებული.


საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 1994 წლის თებერვალში აღიძრა და ცუდად თუ კარგად, საკმაოდ ვრცელი შუალედებით, ფორმალურად დღემდე მიმდინარეობს.


რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსები სრულად იქნას აღდგენილი სამეგრელოში მომხდარი ტრაგედიის რეალური სურათი. უშუალო თვითმხილველთაგან და მოწმეთაგან ბევრი ცოცხალიც აღარ არის. რთულდება ახალი მტკიცებულებების მოპოვების და ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

 

 

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა კომისიამ, რომლის წევრებმაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად დიდი სამუშაოები ჩაატარეს. გამოკითხულნი არიან ისეთი ადამიანებიც კი, ვინც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე თუნდაც უმცირეს ინფორმაციას ფლობდნენ. საქართველოს უმაღლეს საგამოძიებო ორგანოს კომისიამ წარუდგინა დასკვითი დოკუმენტი, თანდართული ვიდეო-ფოტო მასალებით და ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებით. მას თან დაერთო სია იმ ადამიანებისა, რომლების გამოკითხვაც კომისიამ ვერ მოახერხა, თუმცა ისინი შესაძლოა, ფასეულ ინფორმაციებს ფლობდნენ მოცემულ საკითხზე. ეს ძირითადი დოკუმენტი გამოძიებისთვის კარგი გზამკვლევი იქნებოდა.


სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას.


ბატონებო! მოგმართავთ თხოვნით და გამოვხატავთ არა მხოლოდ ჩვენს სურვილს და მოვალეობას მამის ხსოვნის წინაშე, არამედ ქართული საზოგადოების, ასევე მსოფლიოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანის კეთილ ნებას, ვისთვისაც საქართველოს ისტორია სულერთი არ არის: გააკეთოთ ყველაფერი, რათა დასრულდეს ობიექტური გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე.


დარწმუნებული ვართ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში დაწყებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და იქნება დასაწყისი იმ კათარზისისა, რომელსაც ამდენი წელი ამაოდ ველოდით.


პატივისცემით, გიორგი გამსახურდია, ცოტნე გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016