reportiori.ge - ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული გენერალ-მაიორი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:25
მთავარი თემა
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული გენერალ-მაიორი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
05 აპრილი, 2014. 14:02

3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამრთლომ, გენერალ-მაიორი, თბილისის კრიმინალური პოლიციისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბორის ივანოვი უდანაშაულოდ სცნო და სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორის" პრესკლუბში თავად ბორის ივანოვმა და მისმა ადვოკატმა გია ჯიქიამ პრესკონფერენცია გამართეს.


როგორც ადვოკატმა გია ჯიქიამ განაცხადა, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეტაპობრივად იბრუნებს კანონიერ გზას.


რაც შეეხება ბრალდებას და იმ საქმის ქრონოლოგიას, რომელიც ბორის ივანოვის წინააღმდეგ სასამართლოში წარიმართა, ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა:

 

„ბორის ივანოვის წინააღმდეგ საქმე პროვიცირებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის ივლისში; კანონის ყველა ნორმის დარღვევით, სოდ-ის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც გენერალ-მაიორს  ბორის ივანოვს ჩაუდეს 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

ბატონი ბორისი 5 თვის განმავლობაში იჯდა ციხეში. პატიმრობის 5 თვის თავზე ის გათავისუფლდა საექიმო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან მას მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები დაკავების მომენტში. გირაოს სახით მან გადაიხადა 100 000 ლარი. შემდეგ ის სამკურნალოდ წავიდა რუსეთში და სასამართლო პროცესზე გამოაგზავნა დოკუმენტაცია, სადაც განმარტა მიზეზები, რომ პროცესებს საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლომ და პროკურატურამ არ გაიზიარა ეს არგუმენტები და მას ხელმეორედ შეუფარდეს პატიმრობა 2007 წლის იანვარში და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

7 წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრამდე, მანამ, სანამ არ შეიცვალა ხელისუფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე იყო განუხილველი. 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ამ საქმის განხილვა. ამ საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში და დამთავრდა იმით, რომ 2013 წლის 26 ივლისს მოსამართლე შკუბულიანმა გამოიტანა განაჩენი და ივანოვს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მის მიმართ გამოყენებულ იქნა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელისგან.

 

მას შემდეგ, როცა ბორის ივანოვს მოეხსნა ძებნა, ის ჩამობრძანდა მოსკოვიდან. მას ჰქონდა საშუალება მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესებზე. მოვამზადეთ საკასაციო სარჩელი და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო ბატონმა კახეთელიძემ.

 

2013 წლის ოქტომბრდან ამ საკასაციო სარჩელზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და დამათვარდა 2014 წლის 3 აპრილს. იავნოვი იქნა ცნობილი უდანაშაულოდ, აღუდგა ყველა უფლება და გამართლდა", - განაცხადა ბორის ივანოვისადვოკატმა, ყოფილმა მთავარმა სამხედრო პროკურორმა, გია ჯიქიამ.


მისი თქმით, 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ივანოვს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, ბრალდების მხარეს წარმოადგენდა პროკურორი მესტვირიშვილი, რომელიც საკასაციო სასამართლოშიც ცდილობდა ბრალეულობის დამტკიცებას.


„პროკურორმა მესტვირიშვილმა  თავის ტრადიცია არ დაარღვია და სააპელაციო სასამართლოშიც შეეცადა ბრალეულობის დამტკიცებას. სასამართლომ საბედნიოეროდ, არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც პროკურატურამ წარმოაჩინა იყო ხელოვნურად შეთითხნილი. ეს პროცესი იმის დამადასტურებელია, რომ სასამართლო ნელ-ნელა იბრუნებს კანონიერ გზას, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ზოგიერთი ძველი  თანამშრომელი მაინც ცდილობს თავისი პოზიციების დაცვას, მაგრამ ეს ნაკლებად გამოსდის", - განაცხადა ჯიქიამ.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016