reportiori.ge - თემურ შაშიაშვილი: ის ათი ადამიანი მოკლეს, ვისაც ჟვანიას საქმესთან ჰქონდა კავშირი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:43
ინტერვიუ
თემურ შაშიაშვილი: ის ათი ადამიანი მოკლეს, ვისაც ჟვანიას საქმესთან ჰქონდა კავშირი
19 აპრილი, 2014. 17:16



„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ვერსია, რითაც ყოფილი პრეზიდენტი გარდაცვლილი პრემიერის საქმის დაფარვას ცდილობს სინამდვილეს არ შეეფერება. „ასეთი მეთოდებით საზღვარგარეთ ბნელი ძალები მოქმედებენ. როცა თავის გამართლება უნდათ, წინა პლანზე წევენ  მექალთანეობას ან პირიქით და ამით საქმის მიჩქმალვას ცდილობენ“ -ამბობს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც თვლის, რომ ჟვანიას საქმის გამოძიებისთვის მისი დაკითხვა  აუცილებელია.


– სააკაშვილმა უზნეო გზა აირჩია. თვითონ უვრცელებდა ჟვანიას იმ ხმას, რითაც ახლა ამ საქმის დაფარვას ცდილობს.  ამ დროს გაჩუმება დანაშაულია.  6 წელია  ვსაუბრობ იმ ფაქტებზე, რომელზეც დღეს მთელი აჟიოტაჟია ატეხილი, უკვე  ათამდე ადამიანი, ვინც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული დღეს ცოცხალი არ არის, დრო მოვა და წარვადგენ მათ გვარებს პროკურატურაში.სააკაშვილი  თავხედი და ქვეყნისა  მტარვალია.


– ანუ მისი დღესაც უნდა გვეშინოდეს?

–  საშიშია ის ძალა, ვინც სააკაშვილს ათამაშებს. ამ ძალას თუ არ მოეწონა საქართველოს ხელისუფლება, მუდმივად გამოიყენებს სააკაშვილს, მუდმივად ვიქნები იმ აზრზე, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს ერთი პოლიტიკური რეჟიმის გასამართლება მაინც, რომ მომავალში სურვილი აღარავის გაუჩნდეს, მსგავსი თავხედობები აკეთოს.  პოლიტიკოსები ფიქრობენ არჩევნებზე, სახელმწიფო კაცები კი ქვეყანაზე, ამიტომ ქვეყანაში მოფიქრალი ადამიანების შეთანხმება უნდა მოხდეს და  ხალხმა გაასამართლოს ხელისუფლება. მსოფლიოში გარკვეულ ჯგუფებს არ მოსწონთ თავის ტრადიციების ერთგული, ეროვნულ ცნობიერებაზე ორიენტირებული არც პოლიტიკური ძალები, არც ქვეყნები,ხომ  ხედავთ, რა ხდება საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, რა ხდება ტრადიციული აზროვნების ქვეყნებში. როგორ ტექნიკურად ებრძვიან ქართულ ეკლესიას. ეს უნდათ ახლა მასონურ წრეებს  და ამას აკეთებენ შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლების დაქირავებით. პარტიები ჰყავთ დაქირავებული, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამისთვის შეიქმნა თავის დროზე. ეს სახელწოდებაც ამის გამო აქვს, რომ ეჭვი არ შეეპაროს ვინმეს. ყველაზე ნაციონალური ყველაზე ანტინაციონალური იყო. ყველაფერს დაუკარგეს ფასი, რასაც ეროვნული და ნაციონალური ერქვა. ავტორიტეტიც ქურდს დაარქვეს ჩვენთან და კანონში ჩაწერა სააკაშვილმა პირდაპირ, ქურდული ავტორიტეტებიო. სიტყვა ავტორიტეტს ძალა წაართვეს და სწორედ ეს არის ბრძოლა ტრადიციული ქვეყნების წინააღმდეგ. სააკაშვილს არ აქვს არც  გაქანება, არც განათლება, რომ თავად გაეკეთებინა ეს. ის, რომ დღეს მარტო იყოს, დიდ დეპრესიაში იქნებოდა, მაგრამ ისეთი ხალხი ჰყავს გვერდით, რომ ყოველდღიურად აყვირებენ, ალაპარაკებენ. მოკლედ,  ვიდრე სჭირდებათ ცოცხალია, რომ არ დასჭირდებათ შესაძლოა ვეღარც ვიპოვნოთ. ჟვანიას მკვლელობა იმის შემადგენელია, რასაც საქართველოს მოსახლეობის გენოციდი ჰქვია.


– გარდაცვლილი პრემიერის საქმე იგივე გამომძიებელს აბარია, ვინც წინა ხელისუფლების დროს იძიებდა, რამდენად სანდოა ის ამ საქმეში?

– შეიძლება ეს ერთის მხრივ ცუდიც არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი უკვე კარგად იცის. თუ ის ზნეობრივი კაცია და სწორ პოზიციას იჭერს, მე არ ვიქნები წინააღმდეგი თუ გამოიძიებს. იქნებ  მან გააცნობიერა, რა შეცდომები დააშვებინეს, ამ შემთხვევაში მას ეძლევა შანსი, რომ გამოძიება სწორად წარმართოს. მეც მივალ და გულახდილად ვისაუბრებ, თუმცა იქ იქნება ორი დეტალი, რომელსაც მხოლოდ გენერალურ პროკურორს ვეტყვი.


– ვისაც ჟვანიას საქმესთან კავშირი ჰქონდა, ყველა დაღუპულიაო ამბობთ, ყველამ ვიცით, რომ თქვენ მოსმენილი გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერები...

– შესაძლოა, ეს აუდიოჩანაწერი უკვე აქვს პროკურატურას, მაგრამ მე ისეთ ინფორმაციებს ვფლობ, თუ ამ საქმის ბიოლომდე გახსნა უნდათ, აუცილებლად უნდა დამკითხონ. მოკლულია ის ხალხი, ვისაც ეს კასეტები ჰქონდა, მე ალბათ იმან მიშველა, რომ საჯარო პირი ვარ, თუმცა გახსოვთ, სახლთან ამიფეთქეს ბომბი, ჩემი ძმა პრაქტიკულად ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ უმძიმესი ავადმყოფია, ჩემს მეუღლეს ჩანთა წაგლიჯეს და მაინცდამაინც ის კამერა არ მუშაობდა, რომელზეც ეს აღბეჭდილია და საქმე ვერ გახსნეს. ყველა ოფისი გამიძარცვეს და  ერთი საქმეც არ არის გახსნილი.  უცნაური ზარები,  რომელიც მათი მხრიდან ხორციელდებოდა, დღესაც მაქვს შენახული. ევროპაში ერთერთ ქვეყანაში შეხვედრას სულ ხუთი პიროვნება ესწრებოდა, ვისაუბრეთ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობდით. ზუსტად მეორე დღეს გამოდის სააკაშვილი და „კაგებეს“ აგენტს უწოდებს ამ კაცს, რომელიც თავის ცხოვრებაში არ უხსენებია. ერთხელ გოგა ჟვანია მოვიწვიე ჩემთან და შევთავაზე, გალაპარაკებთ ნათელა მოდებაძეს სხვა ქალის დამხმარებით, რომელიც ესპანეთშია მეთქი.  მეორე დილით ეს ქალბატონი ესპანეთიდან მირეკავს და მეუბნება, თქვენს კაბინეტს უსმენენ, იმიტომ, რომ დილით ჩემი და ქალბატონი ნათელას შვილებს  მოსთხოვეს დედების პასპორტის ასლების მიტანაო, სკაიპით ვესაუბრე, ტიროდა ეს ქალბატონი, ისეთი ზეწოლის ქვეშ მოექცა. კლავენ იმათ ვისაც ეს კასეტები აქვთ. მე გამოვიტანე ერთი კასეტა და  განვასაჯაროვე, სადაც იყო აღბეჭდილი შეხვედრა ერთერთ გამოქვაბულში, 2003წლის არჩევნების დროს, როცა  სააკაშვილსა და ჯორბენაძეს შორის მიდის გარიგება. ეს ჩანაწერი გააკეთა ვინმე ბიზნესმენმა ჯინჭარაძემ, რომელიც დღეს ცოცხალი არ არის.უფრო მეტს გეტყვით,  პატარკაციშვილმა, რომლის წინასაარჩევნო პროგრამა მე არ მომწონდა და შევთავაზე ახალი ხედვები, ლონდონში შეხვედრა დამითქვა, მე კი ჯერ ვიზა არ მომცეს და როდესაც ამაზე პრესკონფერენცია მოვაწყვე და თავიდან მივედი საელჩოში,  ერთერთი წარმომადგენელი მეუბნება, გაიგეთ რა მომხდარა, პატარკაციშვილი გარდაცვლილა ლონდონშიო. რამდენადაა კავშირში ეს ჩემს საქმესთან თავად განსაზღვრეთ, ისევე, როგორც ჩემი ავარია. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადავწყვიტე, 7 თვეში ორი  ავტოსაგზაო შემთხვევა მომივიდა. პირველი ავარიის დროს, თავზე სააკაშვილის მეგობრები დამადგნენ, „შემთხვევით“ გაუვლიათ იმ ადგილას. მეორედ კი ჯიპი მომყვებოდა უკან, საიდანაც დაურეკეს ჩემს მძღოლს და შემდეგ მოგვივიდა ავარია. ის ნომერი ახლაც მახსოვს 774033-დან დარეკეს და ვთხოვე სააკაშვილს, მაშინ ის იუსტიციის მინისტრი იყო, გაარკვიე ვის ეკუთვნის ეს ნომერი, რომ ეს საქმე გაიხსნას მეთქი, მაგრამ ხელი არ გაუნძრევია.  


– იქნებ იმიტომ, რომ თქვენ მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს გქონიათ?

 – სააკაშვილი ჩემი მეუღლის სკოლელი იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოვიდა საავადმყოფოში ჩემთან. მან იცოდა, ის პიროვნება არ ვარ, ვისთანაც მოლაპარაკებას  მოახერხებდა, ამიტომ არც უცდია, გარდა იმ შემთხვევისა, რომ გაზეთით გაავრცელა, დიდი გამოცდილების მქონეა შაშიაშვილი და გვინდა მასთან ვითანამშრომლოთო.  მაშინ ვუპასუხე, – ისე წავალ ამ ქვეყნიდან ,არასდროს ვიქნები იმ პარტიაში, სადაც თქვენ ხართ-მეთქი, იმიტომ, რომ  არასერიოზული, გაუწონასწორებული და ქვეყნისთვის საშიში ადამიანია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016