reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ პიარზე გვედავებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:58
ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ პიარზე გვედავებიან
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 11:31

გიორგი მარველშვილმა საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო.  იგი მოსახლეობას მიმართვას:

    „ უარს ვამბობთ ტყუილზე.  ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს იდენტობის განცდა თავის ამომრჩეველთან. რეალურად ის, რის შეთავაზებასაც  ვაპირებთ საზოგადოებისთვის არის ბუნებრივი სურვილი იმისა რაც,  ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა.  არა  რთული სქემის, არა რაღაცა რთული გათვლის, ან ინტრიგის, არამედ მარტივად.  ვაპირებთ,  რომ ქართველ ამომრჩეველს ვუთხრათ შემდეგი: „ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურს იმისთვის და შეგიწყოთ ხელი   პოტენციალის გაზრდაში. ის პოტენციალი რაც შენშია , რაც ქვეყანაში არის,  კი არ შევცვალოთ, არამედ მოგცეთ შესაძლებლობა რომ გაამრავლო და გაალაღო." - ასე  განმარტა გიორგი მარგვეშვილმა  წინასაარჩევნო კამპანიის კონცეფცია გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას.  „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდტმა მის დამოკიდებულებაზე და წინასაარჩევნო სამზადისზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოება უკვე დაიღალა მოწოდებებით, მითითებებით და დროა დამოკიდებულება შეიცვალოს.

„ეს იქნება კულტურული არჩევნები. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებს ვეტყვით რომ ამ ქვეყანას არაჩვეულებრივი პოტენციალი გააჩნია. მოდი ყველაფერი მოვაწყოთ ისე, როგორც საზოგადოებას უნდა. პოლიტიკური ინიციატივა გადავა მოქალაქეებზე.  ჩემ კამპანიაში ქვეყნის აშენებაზე მივუთითებ და ადამიანები ამ შეთავაზებებზე უარს არ იტყვიან."

  გიორგი მარგველაშვილის განმარტებით წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა იფუთება. მასთან ერთად ძალისხმევას არ კარგავენ მისი თანამოაზრეები.  აქცენტები კი საზოგადოების ნებაზე გაკეთდება, რადგან მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მმართველობა უშუალოდ ქართველი ხალხის ხელში გადავა.

  „ჩვენმა ხელისუფლებამ გააუმჯობესა  თიოთოეული გლეხის ყოფა. ახლა შევეცდებით კიდევ უფრო გავძლიერდეთ.  ცალკე სლოგანის პრეზენტაცია იგეგმება, მოეწყობა პროგრამისა და  ჩემეული ხედვის გაზიარება.  გვაკრიტიკებენ რომ პიარი არ გვივარგა. თუმცა ყველაფერი წინ არის.  ეს არჩევნები საქართველოს დემოკრტიული განვითარების ახალ ეტაპს მოუტანს".-აღნიშნა მან საუბრისას.

  მისი თქმით, პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკონომიკის აყვავებაში მდგომარეობს. მას არ სურს რომ გაურკვევლობა და შუღლი შემოიტანოს ოპონენტებს შორის. მარგველაშვილის განცხადებით,  უპირველესი მიზანია ქვეყანაში ახალი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საგარეო ურთიერთობების დაარსება.

   საპრეზიდენტო კანდიდტმა NDI-ს გამოკვლევებზეც ისაუბრა. ხაზი გაუსვა სოციოლოგიისა და კვლევების მნიშვნელობას საზოგადოების ცნობიერებაში.

 „სოციოლოგია უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს კველევებს  და შედარებებს.  მაგრამ მთავარი ის კი არ არის რამდენ ტურში რომელი კანდიდატი მოიგებს, მთავარია საქართველოში ჩატარდეს გამჭირვალე არჩევნები. მოიგოს კანდიდტმა რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს." -აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016