reportiori.ge - ხათუნა ხოფერია: რა შეემთხვა მიხეილ სააკაშვილს ზურას მკვლელობის ღამეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:40
ინტერვიუ
ხათუნა ხოფერია: რა შეემთხვა მიხეილ სააკაშვილს ზურას მკვლელობის ღამეს?!
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 15:14

„ვერასოდეს მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვა, გია ბარამიძეზე ან  ხათუნა გოგორიშვილზე მეტი სიახლოვე მქონდა ზურასთან და მათზე მეტად შემტკიოდა მასზე  გული, თუმცა, მათგან გასხვავებით, ყოველთვის ღიად და დაუფარავად გამოვხატავდი ჩემს აზრს" - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში ყოფილი პარლამენტარი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ხათუნა ხოფერია:

- წინა ხელისუფლების დროს, ზურას საქმეზე ძიება პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო. პროკურატურას გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონდა... ახლა კი, თავად გენერალური პროკურორი საზოგადოებას ხშირად აყენებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალებზე საქმის კურსში. ოჯახიც ბევრი დეტალის შესახებ ფლობს ინფორმაციას და არ ფიქრობს, რომ ზურას მკვლელობის საქმის გამოძიება ჭიანურდება.

- ოქტომბრის არჩევნებამდე, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აღნიშნეთ, რომ იცოდით იმ პიროვნების შესახებ, ვინც თქვა, ზურაბ ჟვანია ჩემი ხელით დავახრჩვეო... მიეცით თუ არა პროკურატურას ჩვენება?

- ამის შესახებ საქმის კურსში ზურას ძმაც იყო და როგორც ვიცი, პროკურატურას ინფორმაცია მან მიაწოდა. ასე რომ, იმ პიროვნების შესახებ, ვინც თქვა, ზურაბ ჟვანია ჩემი ხელით დავახრჩვეო, გენერალურ პროკურატურას ინფორმაცია აქვს.  თუმცა, თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩემი დაკითხვა გამოძიების საქმეს წაადგება, მზად ვარ, გამოძიებას ჩვენება ნებისმიერ დროს მივცე.

- თქვენგან განსხვავებით, ზურაბ ჟვანიას მეგობრები გაურბიან მისი გარდაცვალების დეტალებზე საუბარს...

- ზურას სამეგობროს,  მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, ეჭვები დიდი ხანია აქვთ, მაგრამ...  საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტოტალიტარული რეჟიმი შექმნა. ის ქვეყნის დესპოტი მმართველი იყო. ადამიანები, რომლებიც დესპოტებთან ახლოს არიან, ბევრად უფრო ინფორმირებულები არიან და ეშინიათ იმ შედეგის, რომელიც შეიძლება დესპოტთან დაპირისპირებამ  გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ამიტომაც ვერ წავიდა ზურას ბევრი მეგობარი სააკაშვილის  სურვილების წინააღმდეგ! დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამ, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა,  ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ!  ზურაბ ჟვანიას გუნდში განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო!...

- სხვათაშორის, ახლახან, გია ბარამიძემ ახსენა, უფრო სწორად ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა „ზურაბ ჟვანიას მკვლელიო"...

- როგორც ჩანს, მისმა ცნობიერმა კონტროლი დაკარგა და ქვეცნობიერს წამოსცდა... ეს გიას შინაგანი ხმა, მისი გულიდან ამოძახილი იყო, რომელსაც  იგი მთელი ამ წლების განმავლობაში არ ამხელდა...

როდესაც ბარამიძეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს და გია მკვლელობის ადგილზე  მიდიოდა, მას მიხეილ სააკაშვილი დაუკავშირდა - ავარიაში მოვყევი და ჩემთან მოდიო.. ანუ ის საწყის წუთებში ზურას გვამთან არ მიუშვეს. საინტერესოა,  რა შეემთხვა მიხეილ სააკაშვილს ან მართლა შეემთხვა თუ არა რაიმე ზურას მკვლელობის ღამეს?! რისთვის იყო ეს სცენა გათამაშებული?იმიტომ ხომ არა, რომ გია დროულად არ მისულიყო გარდაცვალების ადგილზე  ან  მიშას უნდოდა ბარამიძესთანალიბის შექმნა?! რატომ ითხოვდა ისე დაჟინებით  მასთან ბარამიძის მისვლას, რომელსაც, პრაქტიკულად, იმ ღამეს ძმა მოუკლეს?!... 

ვინც არ უნდა იყოს შემსრულებელი, საბოლოო ჯამში, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის კვალი მიხეილ სააკაშვილამდე მივა! ამიტომაც არის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საკითხი დამოკლეს მახვილივით დაკიდებული  მიხეილ სააკაშვილის  ხელისუფლების თავზე. რომ არ ყოფილიყო ციხის კადრები, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვათა საქმეები, რომ არ ყოფილიყო  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, 7 ნოემბერი და  26 მაისი, ამ ხელისუფლებას მაინც გადაიყოლებდა სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეები! ვიმეორებ: ვინც არ უნდა იყოს შემსრულებელი, სცენარის ავტორი და რეჟისორი - ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, თავიდან ბოლომდე,  მიხეილ სააკაშვილის დანაშაულია!!! როდესაც ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს კლავენ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გამოკრა ჩახმახს ხელი, ან ვინ მოარტყა საფარფლე კეფაში! დიახ, პასუხისმგებლობა ქვეყნის პირველ პირს ეკისრება! ისეთი ტირანი, როგორიც სააკაშვილია, მგონი, მსოფლიო ისტორიაშიც კი არ მოიძებნება! არ არსებობს სფერო, რომელიც მან არ დაატერორა და გაანადგურა, რომელიც დაქცევის პირამდე არ მიიყვანა. დიახ, იგი ანადგურებდა ყველას, ვინც მასზე ძლიერი, ჭკვიანი და ავტორიტეტის მქონე იყო. გარწმუნებთ,  დამოკლეს მახვილი, რომელიც სააკაშვილის თავზე ჰკიდია აუცილებლად გაწყდება და ჩაიყოლებს მას საკუთარ ქვეშევრდომებთან ერთად! მიშას, ზურას მკვლელობის გამო, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება!  დიახ, მან უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანის მკვლელობისთვის, რომელმაც მხრებზე შემოსმული მოიყვანა იგი ხელისუფლებაში!

სხვათაშორის, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი  ზურასთვის სანდო პარტნიორი არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრი ეპიზოდის შემსწრე ვარ, როგორ ცდილობდა მიშა ზურას პოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას. სხვათაშორის, ამის თაობაზე თავად მიხეილ სააკაშვილთანაც მომსვლია კონფლიქტი და ზურას ნაცვლად მისთვის წინააღმდეგობა მეც გამიწევია... ჩემთვის იგი 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. სააკაშვილი ჩემთვის მოსიარულე მკვდარია!  ცოტა ხანში მისი პოლიტიკური დასაფლავების ცერემონია გაიმართება...



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016