reportiori.ge - ზაზა გაბუნია: ვარჩევ საქმიანობა განვაგრძო იქ, სადაც მეტი საქმის კეთების საშუალება მექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:01
პოლიტიკა
ზაზა გაბუნია: ვარჩევ საქმიანობა განვაგრძო იქ, სადაც მეტი საქმის კეთების საშუალება მექნება
09 მაისი, 2014. 15:33


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


ოთხი საკმაოდ ნაყოფიერი წელი გავატარე თბილისის საკრებულოში და ჩემთვის საინტერესო იყო აქ ყოფნა მაშინ, როცა მერიას მართავდა გუნდი, რომელთანაც ინტენსიური პოლემიკის, ოპოზიციური აზრის პირობებში ჩვენ საკმაოდ ბევრი შედეგი დავდეთ მოსახლეობისთვის. ოპოზიციაში გადავიყვანეთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი უმრავლესობა, მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი და რაც მთავარია, შესაბამისი რეგულაციებით კონტროლი დავაწესეთ საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვაზე.


ახლა, როცა მერიასა და საკრებულოში მმართველი იქნება ერთი ძალა და რადგან აღარ არის პოლემიკის თუ ამგვარი პოზიციონირების საჭიროება, დგება საქმის კეთების ხანა.  ჩვენს გუნდთან, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ვარჩევ ჩემი საქმიანობა განვაგრძო იქ, სადაც უფრო მეტი საქმის კეთების შესაძლებლობა მექნება. თუ სად ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას, საზოგადოებას ამის შესახებ მოგვიანებით უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მივაწვდი.


ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ბატონ დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიაში, რადგან მისი გამარჯვება ნიშნავს თბილისის და თბილისელების გამარჯვებას".- ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ზაზა გაბუნია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე 2013 წელიდან მუშაობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016