პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო ელის. ბრაზილიაში 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი B ჯგუფის უკანასკნელი წევრი ავსტრალიის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის, ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა. ავსტრალიელთა ნაკრებს ანგელოს პოსტეკოღლუ თავკაცობს.
შესარჩევ ეტაპზე ავსტრალიელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, თანაც ფავორიტ იაპონელებს ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:1 დაუსრულეს.
რთულია ავსტრალიის დღევანდელ ნაკრებზე კარგის თქმა. კლუბში მაღალი დონის ფეხბურთელების დეფიციტია, უფრო მეტიც, ევროპული დონის არც ერთი ფეხბურთელი ავსტრალიელი არაა, მათი უმრავლესობა ადგილობრივ ლიგაში, MLS-სა და იაპონიის ჩემპიონატებში ასპარეზობს. 2006 წლის შემდეგ, როცა ავსტრალიელები მერვედფინალში გავიდნენ, გუს ჰიდინკი აღარ წვრთნის ამ გუნდს. დღევანდელი სამწვრთნელო შტაბიც ვერ გამოირჩევა დიდი მიღწევებითა და სასწაულებით.
ავსტრალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ პლანეტის პირველობისთვის შეკრებაზე გამოძახებული 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა:
მეკარეები: მეტიუ რაიანი ("ბრიუგე", ბელგია), მიტჩელ ლანგერაკი ("დორტმუნდი", გერმანია), იუჯინ გალეკოვიჩი ("ადელაიდა").
მცველები: ივან ფრანჟიჩი ("ბრისბენი"), მეტიუ შპირანოვიჩი ("ვესტერნ სიდნეი"), კერტის გუდი ("ნიუკასლი", ინგლისი), ბეილი რაიტი ("პრესტონი", ინგლისი), ჯეისონ დევიდსონი ("ჰერაკლესი", ჰოლანდია), ლიუკ უილკშირი ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), ალექს უილკინსონი ("ჩონბუკი", სამხრეთ კორეა), რაიან მაკგოვანი ("შანდუნი", ჩინეთი).
ნახევარმცველები: ოლივერ ბოზანიჩი ("ლუცერნი", შვეიცარია), მილე იედენაკი ("კრისტალ პალასი", ინგლისი), მარკ მილიგანი, ტომას როგიჩი (ორივე "მელბურნი"), ჯეიმს ჰოლენდი ("აუსტრია", ავსტრია), მასიმო ლუონგო ("სუინდონი", ინგლისი), ადამ საროტა ("უტრეხტი", ჰოლანდია), მეტ მაკეი ("ბრისბენი"), მარკ ბრეშიანო ("ალ-გარაფა", ყატარი), ჯოშუა ბრილანტი ("ნიუკასლი", ინგლისი), ტიმ კეხილი ("ნიუ იორკი", აშშ), დარიო ვიდოსიჩი ("სიონი", შვეიცარია).
თავდამსხმელები: ჯოშუა კენედი ("ნაგოია", იაპონია), ტომას ოარი ("უტრეხტი", ჰოლანდია), ჯეიმს ტროისი ("მელბურნი"), ბენ ჰელორანი ("ფორტუნა", გერმანია), ადამ ტაგარტი ("ნიუკასლი", ინგლისი), მეტიუ ლეკი ("ფრანკფურტი", გერმანია).
ვინაიდან პოსტეკოღლუს საბოლოო 23-კაციანი განაცხადი არ დაუსახელებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შექმნილ ძირითად შემადგენლობას.
ავსტრალიელთა კარს „ბრიუგეს" გამოცდილი მეკარე მეტიუ რაიანი დაიცავს, ცენტრალურ დაცვის ხაზში თუ ბოლო თამაშებით ვიმსჯელებთ გუდი და მაკგოვანი შეწყვილდებიან. მარჯვენა მხარეს უილკშირი განთავსდება, მარცხენა ფლანგს კი დევიდსონი გააკონტროლებს.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ვიდოსიჩი, იედინაკი და კეჰილი შეეცდებიან თამაში დაალაგონ. მარცხენა ფლანგიდან ტომას ოარი შეუტევს, მარჯვენა ფლანგს კი ლეკი აიკლებს. ავსტრალია ერთი ცენტრფორვარდის, კენედის იმედად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები B ჯგუფში ესპანეთის, ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
ავსტრალიის კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
14 ივნისი 02:00 ჩილე - ავსტრალია (კუიაბა)
18 ივნისი 20:00 ავსტრალია - ჰოლანდია (პორტუ ალეგრე)
23 ივნისი 20:00 ავსტრალია - ესპანეთი (კურიტიბა)