reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - კოლუმბიის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 07:09
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - კოლუმბიის ნაკრები
19 მაისი, 2014. 13:40



პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.

 

დღევანდელი ჩვენი სტუმარი C ჯგუფში განთესილი კოლუმბიის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საბერძნეთის, კოტ დ’ივუარისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაში მოუწევს. კოლუმბიელებს ხოსე ნესტორ პეკერმანი წვრთნის, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

 

„აქ ჩამოდის მთელი ქვეყანა, არა მხოლოდ გუნდი!“ - კოლუმბიელთა 2014 წლის სამუნდიალო სლოგანი.

 

კოლუმბიელებმა უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წელს ითამაშეს. ახლა მათ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველადგილოსან არგენტინას კვალდაკვალ გაჰყვნენ და 30 ქულით, მეორე ადგილი მოიპოვეს.

 

პეკერმანს არგენტინის ნაკრებში ხშირად აკრიტიკებდნენ დაცვითი ფეხბურთის სიყვარულის გამო, კოლუმბიის ნაკრებიც დაცვით, კონტრ-შეტევებზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის (13 გაშვებული გოლი შესარჩევ ეტაპზე). თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა ხაზი მაღალი დონის ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, დაცვაზე დიდი ყურადღების გამახვილება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

კარგად ორგანიზებული სათამაშო სტილის მიუხედავად, „დეპორტივო კალის“ მეკარის, ფარიდ მანდრაგონის გარდა, არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშის მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს უკანასკნელიც, 1998 წელს მხოლოდ და მხოლოდ სათადარიგოთა სკამს „ამშვენებდა“. საერთაშორისო არენებზე გამოსვლის გამოცდილების არქონამ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას კოლუმბიის ნაკრებს. მსოფლიო ჩემპიონატებზე მოთამაშეთა გამოცდილება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამ კომპონენტით ფასობს ჯგუფში კოლუმბიელთა მოწინააღმდეგე საბერძნეთის ნაკრები.

 

აღსანიშნავია, რომ თუ მანდრაგონს მოედანზე ვიხილავთ, იგი დაამხობს კამერუნელი როჟე მილას რეკორდს და გახდება ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე მუნდიალის ისტორიაში.

 

ხოსე ნესტორ პეკერმანმა კოლუმბიის ნაკრების გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

 

მეკარეები: დავიდ ოსპინა („ნიცა“), ფარიდ მანდრაგონი („დეპორტივო კალი“), კამილო ვარგასი („სანტა-ფე“).

 

მცველები: მარიო იეპესი („ატალანტა“), კრისტიან საპატა („მილანი“), ამარანტო გერეა („კრუს ასული“), პაბლო არმერო („ვესტ ჰემი“), კამილო სუნიგა („ნაპოლი“), კარლოს ვალდესი („სან-ლორენსო“), სანტიაგო არიასი („პსვ“), აკივალდო მოსკერა („ამერიკა“), ედერ ბალანტა („რივერ პლეიტი“).

 

ნახევარმცველები: აბელ აგილარი („ტულუზა“), ფრედი გუარინი („ინტერი“), ალდო რამირესი („მორელია“), ხუან კუადრადო („ფიორენტინა“), ედვინ ვალენსია („ფლუმინენსე“), კარლოს სანჩესი („ელჩე“), ჯეიმს როდრიგესი („მონაკო“), მეკნელი ტორესი („ალ-შაბაბი“), ხუან მონტერო („პორტო“), ალექსანდრ მეხია („ატლეტიკო ნასიონალი“), ელკინ სოტო („მაინცი“).

 

თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო („მონაკო“), ტეოფილო გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ჯექსონ მარტინესი („პორტო“), ლუის მურიელი („უდინეზე“), კარლოს ბაკა („სევილია“), ვიქტორ იბარბო („კალიარი“), ადრიან რამოსი („ჰერტა“).

 

ვინაიდან კოლუმბიელთა თავკაცს 23-კაციანი, საბოლოო განაცხადი ჯერ არ დაუსახელებია, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შექმნილ ძირითად შემადგენლობას.

 

 



კოლუმბიის ნაკრები სავარაუდოდ 4-2-2-2-ით იასპარეზებს. კარს „ნიცას“ დარაჯი, ოსპინა დაიცავს. ცენტრალურ დაცვის ხაზში გამოცდილი იეპესი და საპატა განლაგდებიან. მარცხენა ზოლს არმერო გააკონტროლებს, მარჯვენა ფლანგზე კი არიასი განთავსდება.

 

დაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად კოლუმბიელები ორი საყრდენით თამაშობენ. ამ პოზიციებზე სავარაუდოდ სანჩესი და გუარინი განთავსდებიან. თამაშის დალაგება როდრიგესსა და კუადრადოს დაეკისრებათ, შემტევ ხაზში კი მარტინესი და ფალკაო შეწყვილდებიან.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ უცნობია რადამელ ფალკაოს ბედი. ფეხბურთელი  გადის რეაბილიტაციის კურსებს. უცხოურ მედიაში ჭორის დონეზე არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა ბრაზილიაში მის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 

შეგახსენებთ, კოლუმბიელები C ჯგუფში საბერძნეთის, კოტ დ’ივუარისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

 

კოლუმბიის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

 

14 ივნისი   20:00  კოლუმბია - საბერძნეთი  (ბელუ ორიზონტე)

19 ივნისი   20:00  კოლუმბია - კოტ დ’ივუარი  (ბრაზილია)

 

24 ივნისი   00:00 იაპონია - კოლუმბია  (კუიაბა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016