reportiori.ge - ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე ვართ. წინ ისრაელთან გადამწყვეტი მატჩია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 10:15
სპორტი
ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე ვართ. წინ ისრაელთან გადამწყვეტი მატჩია
28 მაისი, 2014. 13:31


საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში, გუშინ კვიპროსელ თანატოლებს სძლიეს. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 5:1 დააფიქსირეს. ჩვენმა ნაკრებმა ისრაელს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და ჯგუფში პირველ ადგილზეა (6-6 ქულა). ისრაელმა კი, თავის მხრივ, მასპინძელ შვეიცარიას მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია.


ანგარიში მე-14 წუთზე, მათე ცინცაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ ლუკა ზარანდიას პასით ლუკა კიკაბიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. შედეგიანი პასის შემდეგ, ზარანდიამ გოლის გატანაც შეძლო. მისი დარტყმული მეკარესა და მცველს თავზე გადაუფრინდა - 3:0.


ტაიმის ბოლო დამატებულ წუთზე, ლუკა ზარანდიას შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, როცა ქართველმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, კვიპროსელმა ლოიციდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გასახდელში ქართველი ახალგაზრდები 4-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.


55-ე წუთზე კაკაბაძე-დარციმელიას კომბინაცია გოლით ლუკა კიკაბიძემ დაასრულა - 5:0. ქართველთა უპირატესობა არა მარტო ანგარიშით ვლინდებოდა. ბურთის ფლობის საგრძნობი უპირატესობის წყალობით, ეს უფრო ვარჯიშს გავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას.


უკანასკნელ წუთებზე ჩვენებურებს მეტოქის შეტევა გაეპარათ, ქართველთა კარის დარაჯმა ქურდაძემ კი თავდამსხმელი საჯარიმოში მოცელა. თერთმეტმეტრიანი პანაიოტუმ ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 5:1 დააფიქსირა.


19-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-3 ჯგუფი

 

ლოზანა, შვეიცარია. სტადიონი „ხუან-ანტონიო სამარანჩი"

 

საქართველო vs კვიპროსი 5:1 (4:0)

 

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), თევზაძე, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია 74), გოროზია, კიკაბიძე (ბერიძე 69), ზარანდია, დარციმელია (კერძევაძე 57)

 

მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

 

კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, პანაიოტუ, მაკრისი (კატსიატი 90+3)

 

მთ.მწვრთნელი - იოანის კონსტანტინუ

 

გოლები: ცინცაძე (14), კიკაბიძე (19, 55), ზარანდია (30), ლოიციდესი (45+2 საკ. კარში), პანაიოტუ (90+3 პენ)

 

გაფრთხილება: კაკაბაძე

 

მსაჯი: დანილო გრუჟიჩი (სერბეთი)

 

30 მაისს, საქართველოს ნაკრები ისრაელთა გადამწყვეტ მატჩს გამართავს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენებურებს ფრეც აძლევთ ხელს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016