რაკიტიჩი „სევილიას" ნამდვილი ლიდერია, რომელმაც მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი დონის ფეხბურთი შემოგვთავაზა. თავის გუნდთან ერთად, მან ევროპის ლიგის თასის მოპოვება შეძლო.
ივანმა 2013/2014 წლების სეზონში 52 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
გავრცელდა ხმები, რომ რაკიტიჩით „რეალი" დაინტერესდა, თუმცა ახლა, El Mundo Deportivo-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნახევარმცველის გადმობირებას „ბარსელონა" შეეცდება.
რაც შეეხება „სევილიას" პოზიციას, ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელთან გამომშვიდობებას არ აპირებს. ახლა ივანისთვის ახალი კონტრაქტი დგინდება, რომელშიც მის სანაცვლოდ უმაღლეს ღირებულებად, 40 მილიონ ევროზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება რაკიტიჩს 2015 წლამდე აკავშირებს.