reportiori.ge - აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:07
კონფლიქტები
აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს
29 მაისი, 2014. 11:13


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ე.წ. ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს შეხვდა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადისლავ სურკოვს კომენტარი არ გაუკეთებია, რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია კომპრომისზე წასვლას და მოთხოვნების შეცვლას არ აპირებს.


ამ დრომდე ე.წ. ოპოზიციის მომხრეებს აქვთ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები და ტელევიზია.


ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დემონსტრაცია. სოხუმის ცენტრში ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები გამოვიდნენ. თავად ანქვაბი კი ამ დრომდე, სავარაუდოდ, გუდაუთის ბაზაში იმყოფება.


"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სიტუაციის ესკალაციას არ დაუშვებს და სისხლისღვრას აიცილებს", - ასე აფასებს დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დე-ფაქტო მთავრობამ სიტუაციის დაძაბვის ასაცილებლად, შესაძლოა, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს. ყოლბაია მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ რუსეთი არსებულ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.


"კავკასიის რეგიონში რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობა", - ასე აფასებენ აფხაზეთში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმცირესობაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნება.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016