იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ მიმართულება მისცა კოტ დ'ივუარელ ფორვარდთან მოლაპარაკებებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, 36 წლის დიდიე დროგბამ მიიღო გადაწყვეტილება თურქული „გალათასარაის" დატოვების შესახებ, რათა ახალი გამოწვევა მიიღოს.
მალევე გაჩნდა ჭორები მისი ყოფილი კლუბის, „ჩელსის" დაინტერესების შესახებ, მაგრამ გარკვეული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დიდიე დროგბას მომსახურებას ტურინის „იუვენტუსიც" საჭიროებს.
ახლა ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ჭორები დაადასტურა:
„დროგბა თავისუფალი აგენტის სტატუსითაა ხელმისაწვდომი, ჩვენ კი მას წინადადებით მივმართეთ."
თურქეთში გატარებულ 2 წელიწადში დროგბამ შეძლო ადგილობრივი სუპერლიგის, თასისა და ქვეყნის სუპერთასის მოგება. ჩემპიონთა ლიგაზე აფრიკელი „გალათასარაისთან" ერთად ორჯერ გავიდა პლეი ოფში.