„ატლეტიკოს“ ნახევარმცველის არდა თურანის აგენტი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ინგლისური კლუბები მის კლიენტს დაუკავშირდნენ.
„ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ჩვენსა და ინგლისურ კლუბებს შორის მოლაპარაკებების შესახებ. ეს სიცრუეა! მე არავისთან მილაპარაკია. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არც ერთ ინგლისურ კლუბთან. ახლა ტრანსფერზე საუბრის დრო არაა“, - განაცხადა თურანის აგენტმა NTVSpor-თან საუბრისას.
არდა თურანი მადრიდული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. მის აქტივში, 2013/2014 წლების პრიმერადივიზიონის სეზონში, 30 მატჩი, 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
თურქმა ტრავმის გამო, „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება გამოტოვა. მრავალი გულშემატკივარის აზრით, მისი მოედანზე ყოფნის შემთხვევაში, „ატლეტიკო“ მეტოქის დამარცხებას შეძლებდა. ეს ყოველივე თეორიულ ალბათობაზეა დამყარებული, თუმცა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ.