ჯენსონ ბატონი აფრთხილებს ნიკო როსბერგს, რომ „მერსედესში“ უთანხმოებამ შესაძლოა გაცილებით გაზარდოს მისი მეწყვილეს მოტივაცია სეზონის შემდეგ რბოლებში.
მონაკოს ქუჩებში ლუის ჰემილტონზე გერმანელის გამარჯვების შემდეგ, „მაკლარენის“ პილოტმა განაცხადა, რომ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იცის, რომ მის თანამემამულეს მარცხი მხოლოდ აძლიერებს.
„რბოლაში ნიკოს გამარჯვება დაეხმარა მისი თანაგუნდელის ტრიუმფების გაჭიანურებული სერია შეეწყვიტა. ეყოფა თუ არა ლუისს ძალადა, რათა ბრძოლას დაუბრუნდეს? დარწმუნებული ვარ, რომ დიახ! უკვე შემდეგ რბოლაში თქვენ ნახავთ სრულიად განსხვავებულ ჰემილტონს. ამასთანავე, მას ძალიან უყვარს ეს ტრასა.
მახსოვს, როცა პარტნიორები ვიყავით და ჩვენს შორის რაიმე უთანხმოება ჩნდებოდა, იგი ცუდად ასპარეზობდა რბოლისას, რის შემდეგაც ძალიან ემოციურად საუბრობდა ამის შესახებ.
მაგრამ შემდეგ ეტაპზე, იგი არ მიტოვებდა შანსებს. იგი უფრო ძლიერდებოდა. ასე რომ, მასთან ასეთი ხუმრობები არ ჭრის“, - განაცხადა ბატონმა.