reportiori.ge - მუნდიალი 2014, გაიცანით - არგენტინის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 13:22
სპორტი
მუნდიალი 2014, გაიცანით - არგენტინის ნაკრები
29 მაისი, 2014. 18:57



პლანეტის პირველობისთვის ბრძოლას მთელი მსოფლიო ელის. ბრაზილიაში 2014 წლის მუნდიალზე 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. რეპორტიორი წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.

დღევანდელი ჩვენი სტუმარი F ჯგუფის უკანასკნელი წევრი არგენტინის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოსნიის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა. არგენტინელებს ალეხანდრო საბელია თავკაცობს, რომელსაც საკლუბო დონეზე მწვრთნელობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. იგი ნაკრებს 2011 წლიდან უდგას სათავეში.

 

„არა მხოლოდ გუნდი, ჩვენ ვართ მთელი ქვეყანა“, - არგენტინელების 2014 წლის სამუნდიალო სლოგანი.

 

არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საბელიას გუნდმა დამაჯერებლად მოიპოვა ჯგუფში პირველი ადგილი (32 ქულით და ბურთების შეფარდებით +20).

 

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ტრადიციულად ერთ-ერთი ფავორიტია. უნდა აღინიშნოს საოცარი და დამანგრეველი შეტევის ხაზი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავები ასპარეზობენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ განაცხადში კარლოს ტევესის ადგილი ვერ მოიძებნა.

 

გამოყოფის ღირსია ლეო მესი, რომელზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არგენტინელ ვუნდერკინდს ხშირად ადარებენ დიეგო მარადონას, თუმცა თავად მისივე სიტყვებით, იგი ამას არ იმსახურებს, სანამ მსოფლიო ჩემპიონატს არ მოიგებს.

 

კვლავ პრობლემატური რჩება მეკარის პოზიცია, სადაც კვლავინდებურად არ ჩანს მაღალი დონის შემსრულებელი. რომერო ვარსკვლავი არასდროს ყოფილა, ახლა კი, „მონაკოში“ სათადარიგოთა სკამს ამაგრებს.

 

დაცვის ხაზში ვხედავთ საკმაოდ კარგ ფეხბურთელებს, მაგრამ შემტევებთან შედარებით, განსხვავება კოლოსალურია. შეიძლება ითქვას, რომ არგენტინამ კვლავინდებურად ვერ მოაგვარა პრობლემები ამ კუთხით და სუსტ მხარედ საკუთარი კარის უსაფრთხოება სახელდება.

 

ფრანკო ალეხანდრო საბელიამ გამოაქვეყნა გაფართოებული შემადგენლობა:

 

მეკარეები: სერხიო რომერო (მონაკო), მარიანო ანდუხარი (კატანია), აგუსტინ ორიონი (ბოკა ხუნიორსი).

 

მცველები: ეზეკილ გარაი (ბენფიკა), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი), მარტინ დემიჩელისი, პაბლო აბალეტა (ორივე მანჩესტერ სიტი),  მარკოს როხო (სპორტინგი), ხოსე ბასანტა (მონტერეი), უგო კამპანიარო (ინტერი), ნიკოლას ოტამენდი (ატლეტიკო მინეირო), გაბრიელ მერკადო (რივერ პლეიტი), ლისანდრო ლოპესი (ხეტაფე).

 

ნახევარმცველები: ფერნანდო გაგო (ბოკა ხუნიორსი), ლუკას ბილია (ლაციო), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ევერ ბანეგა, მაქსი როდრიგესი (ორივე ნიუელს ოლდ ბოიზი), ანხელ დი მარია (რეალი), რიკარდო ალვარესი (ინტერი), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), ენცო პერესი (ბენფიკა), ხოსე სოსა (მადრიდის ატლეტიკო), ფაბიან რინაუდო (კატანია“.)

 

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ეზეკილ ლავეცი (პსჟ), როდრიგო პალასიო (ინტერი), ფრანკო დი სანტო (ვერდერი).

 

 

გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შედგენილ არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობას:



არგენტინის ნაკრები, როგორც ბოლო პერიოდში, მუნდიალზეც სავარაუდოდ 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს.

 

კარს სავარაუდოდ რომერო დაიცავს. ცენტრალურ დაცვის ხაზში გარაი და ფერნანდესი განლაგდებიან. დაცვის ფლანგებს ოტამენდი და საბალეტა გააკონტროლებენ. საჭიროების შემთხვევაში დაცვას დემიჩელისი გააძლიერებს.

 

ცენტრალურ ნახევარდაცვას სავარაუდოდ მასკერანო და ბანეგა ჩაიბარებენ. მარცხნიდან ლავეცი შეუტევს, მარჯვნიდან კი დი მარია, რომელმაც ნამდვილად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

 

შემტევ ხაზში სავარაუდოდ აგუეროსა და მესის ვიხილავთ. მათ შეწყვილებას არგენტინელები დიდი ხანია ცდილობენ. საკმაოდ კარგად გამოიყურება სათადარიგოთა სკამი. საჭიროების შემთხვევაში, მეორე სართულზე საბრძოლველად, მოედანზე იგუაინის ხილვაა მოსალოდნელი.

 

შეგახსენებთ, არგენტინელები F ჯგუფში ირანის, ბოსნიასა და ნიგერიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

 

არგენტინის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:

 

16 ივნისი   02:00  არგენტინა - ბოსნია  (რიო-დე-ჟანეირო)

 

21 ივნისი   20:00  არგენტინა - ირანი  (ბელუ ორიზონტე)

 

 

25 ივნისი   20:00 ნიგერია - არგენტინა (პორტუ ალეგრე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016