სპორტი
ფიფას პრეზიდენტმა თბილისის „დინამოს“ მიულოცა
ავტორი: გიორგი კინტირაია
30 მაისი, 2014. 14:21
ჯოზეფ ბლატერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თბილისის „დინამოს" გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა მეთხუთმეტეჯერ მოიპოვა ქართულ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტიტული.
ფიფას პრეზიდენტი განსაკუთრებული სიხარულით ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას თბილისის „დინამოს" როგორც ფეხბურთელებს, ასევე ხელმძღვანელობასა და კლუბის თანამშრომლებს.
ბლატერი მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის სახელით მადლობას უხდის „დინამოს" თბილისის სრულ შემადგენლობას, რადგან მათ შესანიშნავი თამაშით გულშემატკივრის გახარება შეძლეს. ფიფას პრეზიდენტი კლუბს მომავალ წარმატებებს უსურვებს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19