სპორტი
კრიშტიანუ რონალდუს მუნდიალისთვის სამზადისში ტრავმა უშლის ხელს
ავტორი: გიორგი კინტირაია
30 მაისი, 2014. 15:10
„რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეუერეთდა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს, თუმცა ჯერჯერობით პარტნიორებთან ერთად არ ვარჯიშობს.
როგორც პორტუგალიური ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კრიშტიანუ იმ 5 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯერჯერობით არ გადიან ვარჯიშებს. რონალდუსთან ერთად ისვენებს რაულ მეირელეში, უგუ ალმეიდა, რუბენ ამორიმი და ჟოაო მოუტინიო.
ხუთივეს ტრავმა უმნიშვნელოა და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ისინი მოსამზადებელი ეტაპის გარკვეულ ნაწილს გამოტოვებენ.
რაც შეეხება რონალდუს, მას თეძოს ქვედა ნაწილი აწუხებს. ახალი დაზიანება პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მიიღო, რომლის წინაც ასევე ტრავმირებული გახლდათ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19