reportiori.ge - როისმა მეტოქეები შეაფასა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 13:27
სპორტი
როისმა მეტოქეები შეაფასა
30 მაისი, 2014. 16:10


გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო როისმა ანალიზი გაუკეთა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე თითოეულ მეტოქეს. შეგახსენებთ, რომ გერმანელები პორტუგალიას, აშშ-სა და განას დაუპირისპირდებიან.


„პორტუგალიის ნაკრებში რა თქმა უნდა კრიშტიანუ რონალდუა გამოყოფის ღირსი. იგი დიადი ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი მატჩის ბედი. თავად გუნდიც ძალიან ძლიერია, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

 

აშშ-ის ნაკრებიდან მწვრთნელს გამოვყოფდი. იურგენ კლინსმანი ოდესღაც ჩვენს ნაკრებს წვრთნიდა, ახლა კი ამერიკაში მოღვაწობს. მის დაქვემდებარებაში ძლიერი გუნდია, რომელსაც შორს წასვლა შეუძლია.

 

ჩვენს ჯგუფში სუსტი მეტოქე არაა. განასაც შეუძლია სიურპრიზები შემოგვთავაზოს. ამ ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევიან, რის გამოც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ", - განაცხადა დორტმუნდის „ბორუსიასა" და გერმანიი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო როისმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016