reportiori.ge - ქეცბაიამ პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 13:33
სპორტი
ქეცბაიამ პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
31 მაისი, 2014. 15:08


როგორც იცით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეკრებას შვეიცარიაში გადის. ქეცბაიას გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ნიონთან ახლოს ემზადება. ეროვნული ნაკრები 30 მაისს, 19-წლამდე ნაკრების ელიტრაუნდის შეხვედრას დაესწრო.


შეხვედრის შემდეგ ნაკრების თავკაცის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთი დებიუტანტი შეუერთდა. თბილისის „დინამოს" 18 წლის ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ელიტრაუნდის შეხვედრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შვეიცარიაში დარჩება და ეროვნული ნაკრების მაისურით იასპარეზებს. გიორგი „დინამოს" ძირითად გუნდში რამდენიმე თვის წინ დააწინაურეს და საკლუბო დონეზეც საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა.


საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დაპირისპირება შვეიცარიაში, Stade des Arberes-ზე 3 ივნისს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016