reportiori.ge - უჰრინი ბელიკს „დინამოს“ ჩაბარებას ურჩევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 13:29
სპორტი
უჰრინი ბელიკს „დინამოს“ ჩაბარებას ურჩევს
31 მაისი, 2014. 15:09


თბილისის „დინამოს" ყოფილი და ვიქტორია „პლზენის" ამჟამინდელი თავკაცი დუშან უჰრინი (უმცროსი) თავის თანამემამულე მიხალ ბილეკს ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმებას ურჩევს. ამის შესახებ ჩეხური Idnes იუწყება.


„ბილეკს ვურჩევ, რომ ამ ვარიანტს დათანხმდეს. თბილისის „დინამოში" ისეთი სავარჯიშო პირობებია, როგორიც ჩეხეთში არცერთ კლუბს არ აქვს. „დინამო" ამბიციური კლუბია ამბიციური მეპატრონით, რომელსაც გუნდის ევროპის ლიგებზე ხილვა სურს. ჩემ დროს კარგი გუნდი გვყავდა, თუმცა ამ მიზანს, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. „დინამოში" ფულის გადახდის პრობლემა არაა. კლუბში საშუალო ფეხბურთელი 5-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ჩეხეთის ლიგის საშუალო მოთამაშე. იქ თითქმის 2 წელი ვიმუშავე, უბრალოდ, ჩეხეთში უნდა დავბრუნებულიყავი. თანაც, „პლზენის" ვარიანტი მიმზიდველი გახლდათ", - განაცხადა დუშან უჰრინმა.


შეგახსენებთ, რომ ბელიკმა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე 2009-2013 წლებში საკმაოდ ბევრს მიაღწია: გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა, თუმცა სამუნდიალო შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრაზილიის საგზურს გამოეთხოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016