სპორტი
„ბარსელონამ“ სანჩესი „იუვენტუსში“ არ გაუშვა
ავტორი: გიორგი კინტირაია
03 ივნისი, 2014. 13:10
ტურინის „იუვენტუსმა" ვერ შეძლო „ბარსელონას" ფორვარდ ალექსის სანჩესის ხელში ჩაგდება.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ „ბებერი ქალბატონი" საკმაოდ დიდი ხანია თვალს ადევნებს 25 წლის ჩილელს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მის სანაცვლოდ ტურინელებმა „ბარსას" 18 მილიონი ევრო შესთავაზეს.
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა ამგვარი ფინანსური შემოთავაზებით და იტალიის ჩემპიონის წინადადებაზე უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში „იუვე" ახალი პირობებით კიდევ ერთხელ შეეცდება ფეხბურთელის გაფორმებას.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში სანჩესმა „ბარსელონას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლითა და 11 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19