reportiori.ge - სუარესი ურუგვაის ნაკრებს შეუერთდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 15:52
სპორტი
სუარესი ურუგვაის ნაკრებს შეუერთდა
03 ივნისი, 2014. 14:03


„ლივერპულის" ფორვარდი ლუის სუარესი, მუხლის ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელების მორიგ ეტაპზე გადავიდა.


22 მაისს, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ცდილობს რაც შეიძლება მალე აღიდგინოს ფორმა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზოს.


გუშინ სუარესი თავის სანაკრებო პარტიორებს შეუერთდა, მაგრამ ექიმები არ ჩქარობენ დასკვნის გამოტანას, თუ როდის შეძლებს ლუისი მოედანზე გასვლას.


„ინფორმაცია ცოტაა, ლუისი განსაზღვრული გეგმით მუშაობს. მას გააჩნია ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ღირსებები, რათა მალე აღიდგინოს ფორმა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ პროგრესს განიცდის.

 

სამედიცინო თვალსაზრისით, სუარესის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება არ გამოირიცხება. ჩვენ ვუთხარით მთავარ მწვრთნელ ოსკარ ტაბარესს, რომ უკუჩვენებები არ არის", - განაცხადა ურუგვაის ნაკრების ექიმმა ალბერტო პანმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016