reportiori.ge - „ჩელსი“ ფაბრეგასში ლემპარდის შემცვლელს ხედავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:45
სპორტი
„ჩელსი“ ფაბრეგასში ლემპარდის შემცვლელს ხედავს
03 ივნისი, 2014. 14:43


არაოფიციალური ინფორმაციით, „ბარსა" ესპანეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველის სოლიდურ ფასად გაყიდვას გეგმავს, თავად ფეხბურთელს კი ინგლისში დაბრუნება სურს, სადაც 2003-2011 წლებში წარმატებით გამოდიოდა „არსენალის" რიგებში.


აქამდე ითქვა, რომ „მეთოფეთა" გარდა, სესკით „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი" და „მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ეს კლუბები ჯერჯერობით სხვა ტრანსფერებზე არიან გადართულები და ფაბრეგასისთვის ჯერჯერობით ოფიციალური ხელშეკრულებით არ მიუმართავთ.


The Telegraph-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი" ფაბრეგასში ფრენკ ლემპარდის შემცვლელს ხედავს. უკანასკნელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს.


ფაბრეგასის გარდა, „ჩელსი" ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებსაც განიხილავს: პაულინიო („ტოტენჰემი"), კოკე („ატლეტიკო") და პოლ პოგბა („იუვენტუსი"), მაგრამ სესკი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს, რადგან მისი ტრანსფერის განხორციელება ამ ეტაპზე ყველაზე მარტივია.


The Telegraph ამ ტრანსფერს 30 მილიონ ფუნტად აფასებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016