„ლაციოსა" და ნიგერიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოგენი ონაზიმ განაცხადა, რომ შოტლანდიასთან ამხანაგური მატჩის წინ მის მოსყიდვას ცდილობდნენ.
შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა და მატჩის შემდეგ მცირე სკანდალიც მოხდა. ინგლისური ავტორიტეტული გამომცემლობა The Telegraph ამტკიცებს, რომ მატჩის წინ შეიმჩნეოდა უცნობი მხარე, რომელიც შედეგზე ზემოქმედებას ცდილობდა. მაშინ ნიგერიის მთავარმა მწვრთნელმა სტეფან კეშიმ ყველანაირი ბრალდება უარყო.
„ისინი ჩემს მოსყიდვას ცდილობდნენ, რაზეც უარით ვუპასუხე. არანაირი კავშირი არ მაქვს მსგავს ხალხთან. ჩემი წინა კონტრაქტი ამ ადამიანთან იმით მაკავშირებდა, რომ ისიც ნიგერიელია და საერთოდაც, „ფიფას" აგენტია.
იმ დღეს მათ სურდათ ჩემთვის „სარფიანი წინადადება" შემოეთავაზებინათ და მე მაშინვე დავუკავშირდი ჩემს აგენტს, მაგრამ გაირკვა, რომ ეს წინადადება ტრანსფერს არ უკავშირდებოდა. ამიტომაც მე მას უარით ვუპასუხე და წასვლა გადავწყვიტე", - განაცხადა ონაზიმ Repubblica-სთან საუბრისას.