სპორტი
„დინამოში“ ბილეკი წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
03 ივნისი, 2014. 15:22
გადაწყვეტილია, რომ თბილისის „დინამოს" მიხალ ბილეკი გაწვრთნის. ჩეხმა სპეციალისტმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩეხური საინფორმაციო საშუელება Idnes-ის ცნობით, იგი „დინამოში" წელიწადში 8 000 000 ჩეხურ კრონას გამოიმუშავებს, რაც 300 000 ევროს ტოლფასია, ანუ ბილეკის თვიური ანაზღაურება 25 000 ევრო იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ჩეხეთის ნაკრებში ბილეკი წლიურად 5 000 000 კრონას (წელიწადში 185 000 ევროს, თვეში 15 500 ევროს) იღებდა.
ბილეკი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გუნდი ევრო 2012-ის მეოთხედფინალში გაიყვანა, თუმცა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა და ბრაზილიის საგზური ვერ მოიპოვა.
თბილისის „დინამო" ახალ მწვრთნელს 6 ივნისს წარადგენს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19