reportiori.ge - „დინამოში“ ბილეკი წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 15:57
სპორტი
„დინამოში“ ბილეკი წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს
03 ივნისი, 2014. 15:22

გადაწყვეტილია, რომ თბილისის „დინამოს" მიხალ ბილეკი გაწვრთნის. ჩეხმა სპეციალისტმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩეხური საინფორმაციო საშუელება Idnes-ის ცნობით, იგი „დინამოში" წელიწადში 8 000 000 ჩეხურ კრონას გამოიმუშავებს, რაც 300 000 ევროს ტოლფასია, ანუ ბილეკის თვიური ანაზღაურება 25 000 ევრო იქნება.


წყაროს ინფორმაციით, ჩეხეთის ნაკრებში ბილეკი წლიურად 5 000 000 კრონას (წელიწადში 185 000 ევროს, თვეში 15 500 ევროს) იღებდა.


ბილეკი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გუნდი ევრო 2012-ის მეოთხედფინალში გაიყვანა, თუმცა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა და ბრაზილიის საგზური ვერ მოიპოვა.


თბილისის „დინამო" ახალ მწვრთნელს 6 ივნისს წარადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016