სპორტი
NBA. დანკანი ფინალში რევანშის აღებას აპრიებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
03 ივნისი, 2014. 13:34
„სან ანტონიო სპურსის" ლიდერმა ტიმ დანკანმა „ოკლაჰომა სიტი თანდერთან" გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი „მაიამი ჰიტთან" რევანშის ასაღებად მზადაა.
„დაუჯერებელია, რომ გუნდმა იმ წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა. კვლავ აქ ვართ. ჩვენ ოთხი თამაში უნდა მოვიგოთ და ამჯერად ამას შევძლებთ. კარგია, რომ ფინალში კვლავ „ჰიტს" შევხვდით", - განაცხადა დანკანმა ESPN.com-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ შეხვედრაში „სან ანტონიომ" „ოკლაჰომა სიტი" 112:107 დაამარცხა და სერია 4:2 მოიგო. ამავე ანგარიშით იმარჯვა სერიაში „მაიამიმ" „ინდიანას" წინააღმდეგ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19