2 ივნისს, მადრიდის „რეალის" ლეგენდები ტურინის „იუვენტუსის" ლეგენდებს დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იხილა მოედანზე საკუთარი საყვარელი ფეხბურთელები. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. „სამეფო კლუბმა" „ბებერი ქალბატონი" გაანადგურა - 5:1.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანმა პირველი ტაიმი „რეალის" რიგებში დაიწყო, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარი „იუვენტუსის" მაისურით ჩაატარა.
„რეალის" ლეგენდების შემადგენლობა: კონტრერასი, სალგადო, იერო, პავო, კარანკა, მაკელელე, კარემბუ, ზეედორფი, ზიდანი, მორიენტესი, ესნაიდერი.
„იუვენტუსის" ლეგენდების შემადგენლობა: ტაკონი, ტორიჩელი, ფერერა, კარერა, ბირინდელი, დი ლივიო, კამორანეზი, ტაკინარდი, დავიდსი, ნედვედი, ამორუზო.
გოლები: მორიენტესი (0-1), ზიდანი (0-2), ტაკინარდი (1-2), ზეედორფი (1-3), დე ლა რედი (1-4), დე ლა რედი (1-4), ველასკო (1-5).