„მონაკოს" ლიდერი რადამელ ფალკაო კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით მან პრესასთან კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ზამთარში ბომბარდირმა მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ტურნირის დაწყებამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.
„რთული პერიოდი მიდგას. გუნდს მთელი ძალებით ამოვუდგები გვერდში. კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მშვენივრად ითამაშებენ ტურნირში", - განაცხადა ფალკაომ Lequipe-სთან საუბრისას.
ფალკაოს განაცხადიდან ამოგდება საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო კოლუმბიელთა თავკაცისთვის.
„მინდა, რომ რადამელი ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ზოგჯერ ადამიანს შეუძლია ფანტასტიკური რამის კეთება, მაგრამ ახლა ფალკაო უღონოდ იყო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ", - განაცხადა ხოსე პეკერმანმა.