reportiori.ge - „დედა! რა იყო ეს?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:00
სპორტი
„დედა! რა იყო ეს?“
04 ივნისი, 2014. 12:27



„დათა თუთაშხიას“ პერსონაჟი ნიკანდრო ქირია ხომ გახსოვთ? ის ცნობილი ფრაზაც გემახსოვრებათ: „დედა! რა იყო ეს?“ ეს სიტყვები ბატონ ნიკანდროს ტყეში უაზრო სროლისას წამოსცდა, როცა ვერაფრით გაიგო მის გარშემო რა ხდებოდა. ზუსტად მსგავსი განწყობა მქონდა გუშინ, შვეიცარიაში მიმდინარე საფეხბურთო მატჩის ყურებისას და ალბათ ამ სიტყვებსაც გავიმეორებდი, სხვა უფრო მწარე აზრები, რომ არ მომძალებოდა. მწვრთნელის კრიტიკას არ მოვყვები, რადგან როგორც ეტყობა ამას აზრი არ აქვს, ამ კაცს ასე ესმის ფეხბურთი და...

 

ფეხბურთის ქომაგებს გახსოვთ, ალბათ, ვისენტე დელ ბოსკეს უსაყვედურეს ჟურნალისტებმა, უთავდამსხმელოდ რატომ თამაშობთო. მისი პასუხიც გემახსოვრებათ: „ხომ ვერ მეტყვით შეხვედრა რა ანგარიშით დასრულდაო“. ის თამაში ესპანეთმა 3:0 მოიგო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ექსპერიმენტს აქვს არსებობის უფლება თუ ამის საფუძველი არსებობს. დელ ბოსკეს ესპანეთს შეუძლია თავს იმის ნება მისცეს მოედანზე თავდამსხმელი არ გამოიყვანოს და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულოს. ჩვენს გარდა იმ თამაშს მილიონობით მაყურებელი ჰყავდა, მათ შორის უამრავი ფეხბურთის მწვრთნელიც იყო, მაგრამ მსგავსი რამის გამეორება არავის უცდია. იცით რატომ? სათანადო რესურსი არ ჰყავთ და იმიტომ. როგორ დავიჯერო, ჩვენი ჭაბუკი ნახევარმცველები იმ დონეზე არიან  ჩავი, ინიესტა, სილვა თუ ფაბრეგასი მათთან მონაგონია, ალბათ არა, თუმცა ყოფილა კაცი ვისაც სჯერა; გამატარეთ და მაცადეთო გაიძახის. გავატარეთ და ვაცადეთ – სამაგიეროდ მივიღეთ უაზრო და გაუგებარი ფეხბურთი, რომლის მთავარი ტაქტიკაა მეორე ნომრად თამაში, თუნდაც ბანოჯას ნაკრებს ეთამაშებოდეს (მომიტევონ ბანოჯელებმა).

 

შეხვედრის პერიპეტიებზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ახალი არაფერი მომხდარა: იგივე სურათი, არანაირი საფეხბურთო მონახაზი, ტაქტიკა ხომ საერთოდ აბლაბუდადადებულ სკივრშია გამოკეტილი. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ჩემი აზრით ამ ახალგაზრდა, უდავოდ ნიჭიერ ბიჭებში პესიმიზმის ჭიის ჩაბუდებაა; გუშინ წაგებული თამაშის შემდეგ მათ სახეზე წყენის, გნებავთ ბოღმის კვალიც არ შემიმჩნევია.

 

  რაც შეეხება „მთავარსარდალს“, წყლიანი ბოთლით ხელში ისეთი მშვიდი სახით დააბიჯებდა, გეგონება ეს ესაა რუსეთ-პრუსიის გაერთიანებულ ჯარს გაავლო მუსრი აუსტერლიცთანო.

 

 

P. S. ღმერთო დაგვიფარე ყველა ამპარტავანი, ზედმეტად პატივმოყვარე, საკუთარ უმცდარობაში დარწმუნებული ადამიანისგან!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016