როგორც იცით, ფრენკ ლემპარდმა გადაწყვიტა ლონდონი დატოვოს. ამის შესახებ მან უკვე ოფიციალურად განაცხადა. ინგლისური პრესა ორი დღეა აჭრელდა ვარიანტებით, თუ სად გააგრძელებს ფრენკი კარიერას.
ჯერჯერობით ორიზონტზე ორი კანდიდატია. ბრიტანული გამომცემლობების ინფორმაციით, კლუბის MLS-ის „ნიუ-იორკ სიტია“ დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში, სწორედ ამ კლუბის მაისურს მოირგებს ესპანელი დავიდ ვილია.
„ყველაფრის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტას ვისურვებდი. ჩემი თავი ახლა მხოლოდ ინგლისის ნაკრებს ეკუთვნის. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და შემიძლია ასეთ პრობლემებს გავუმკლავდე, მაგრამ ჩამოყალიბება კარგი იქნებოდა. რაც შეეხება ამერიკაში გადასვლას, არის ერთი ვარიანტი. ბევრ წინადადებას განვიხილავ, რადგან თამაში მინდა“, - განაცხადა ლემპარდმა.
ივლისში ინგლისელი თავისუფალი აგენტი გახდება. „ნიუ-იორკ სიტისთან“ ერთად, იტალიური პრესის ცნობით ფეხბურთელით „ფიორენტინაცაა“ დაინტერესებული.
Football Italia-ს ცნობით, „იისფერები“ მზად არიან ფეხბურთელს კონტრაქტით ანაზღაურება 1,5 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შესთავაზონ.
უკანასკნელ სეზონში ინგლისელმა „ჩელსის“ რიგებში 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლემპარდმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებაც განიზრახა.
„ყველაფერი ისე მიდის, რომ ეს ბოლო მუნდიალი იქნება ჩემთვის. ამის თქმა მიჭირს, რადგან ინგლისის ნაკრების მაისურით თამაშით ვამაყობ. მანამ იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზებს“, - აღნიშნა ფრენკ ლემპარდმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 103 შეხვედრა აქვს გამართული.