reportiori.ge - ნეიმარი ბოლომდე მზად არაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:21
სპორტი
ნეიმარი ბოლომდე მზად არაა
04 ივნისი, 2014. 16:08



მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბრაზილიის ნაკრებისა და კატალონიური „ბარსელონას“ ფორვარდმა ნეიმარმა თავის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა თქვა.

 

„ბოლომდე მზად არ ვარ. ფიზიკური ფორმა უნდა გავიუმჯობესო, რადგან უკანასკნელი მატჩის ბოლო წუთებში საგრძნობლად დავიღალე. კარგი იქნებოდა, რომ ტურნირის დაწყებამდე უფრო მეტი პრაქტიკა მიგვეღო. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, რადგან ცუდი მოედანი იყო. მიუხედავად ყველაფერისა, საჭირო ტემპის დაჭერა შევძელით.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთვის კარგ ფორმაში ვიქნებით. საბედნიეროდ, ჩვენს განკარგულებაში დრო კიდევ რჩება“, - აღნიშნა ნეიმარმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა პანამასთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 სძლია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016