„როლან გაროსის“ მეოთხედფილაში რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ესპანელი გარბინ მუგურუზა დაამარცხა - 1:6, 7:5, 6:1.
„ვხვდებოდი, რომ რთული მატჩი მელოდა, რადგან ჩემი მეტოქე თავდაჯერებულია და კარგ ჩოგბურთს თამაშობს. შეხვედრის სტარტზევე შემექმნა სერიოზული პრობლემები, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ სიტუაცია გამოვასწორე და საბოლოო ჯამში გავიმარჯვე.
პრობლემები იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქე აგრესიულად იყო განწყობილი, მე კი ჩაწოდება დიდხანს არ მიმდიოდა და საჭირო ტემპს ვერ ვპოულობდი. კარგია, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა მარია შარაპოვამ.
დასანანი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა 20 წლის ესპანელმაც.
„კარიერის მანძილზე, ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავაღწიე. მაკმაყოფილებს ის თამაში, რასაც დღეისათვის ვაჩვენებ.
პირველ სეტში სრულიად მჯეროდა ჩემი ძალების, სტაბილურად მოქმედება შევწყვიტე. ამ დროს მარიამ ძალები მოიკრიბა, ინიციატივას დაეუფლა და უფრო თავდაჯერებული თამაშის დემონსტრირება დაიწყო. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ მატჩს აგებ. მიუხედავად ამისა, ეს კარგი გაკვეთილია ჩემთვის“, - განაცხადა მუგურუზამ.