შოტლანდიის ჩემპიონს ახალი მწვრთნელი ჰყავს. „სელტიკის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 38 წლის ნორვეგიელ სპეციალისტთან კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რონი დეილი უკანასკნელი 6 წელი ნორვეგიის ჩემპიონატში „სტრომსგოდსეტს" წვრთნიდა და კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.
„სელტიკის" მენეჯერობა დიდი პატივია ჩემთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რათა „სელტიკისთვისა" და ჩვენი არაჩვეულებრივი გულშემატკივრისთვის წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა რონი დეილმა.
შეგახსენებთ, რომ კლუბი თავისი სურვილით დატოვა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა. მის შემცვლელად შოტლანდიელები ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე როი კინს მოიაზრებდნენ, თუმცა ირლანდიელმა თანამდებობაზე უარი განაცხადა.