დოტრმუნდის „ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველის, მარკო როისის 2014 წლის მუნდიალზე ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სომხეთის წინააღმდეგ (6:1), გუშინდელი ამხანაგური მატჩის დროს, 25 წლის გერმანელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის ბოლომდე მიღება.
მატჩის შემდეგ როისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. Die Welt-ის ინფორმაციით, მარკოს მყესი აქვს გაწყვეტილი.
როგორც წესი, ამგვარი ტრავმის შემდეგ, გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა სჭირდება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან. სამაგიეროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მატჩის შემდგომ, რამდენიმე სიტყვა თქვა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„შესვენებაზე მივედი როისთან და მისი ფეხი ვნახე, რომელიც ძალიან შესიებული იყო. იმედი მაქვს, რომ მას მყესები არ დაუზიანებია", - განაცხადა ლიოვმა Bild-თან საუბრისას.