reportiori.ge - „გალათასარაი“ მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 19:16
სპორტი
„გალათასარაი“ მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო
07 ივნისი, 2014. 14:17


მიუნხენის „ბაიერნის" ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი თურქული „გალათასარაის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.


ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თურქეთის ყოფილი ჩემპიონი შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს. Turkish Football-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი 28 წლის ხორვატი მარიო მანჯუკიჩია.


წყაროს ცნობით, „ლომები" ტრანსფერის განხორციელებას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აპირებენ. ეს ფეხბურთელის აგენტმა ივან ცვეტკოვიჩმაც დაადასტურა. პოტენციური ტრანსფერის ფინანსური მხარე ჯერჯერობით ცნობილი არაა.


ბუნდესლიგის უკანასკნელ გათამაშებაში ხორვატმა „ბაიერნის" მაისურით 30 მატჩი გამართა, სადაც 18 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ მიუნხენელების მაისურით რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს, რომლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებაც ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს, რომ „ბაიერნის" ხელმძღვანელობა პოლონელის გიოტცესთან შეწყვილებას კვლავ აპირებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016