გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ოლივერ კანი დარწმუნებული არაა, რომ მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტრავმის მოშუშებას მოასწრებს.
თავის პირველ მატჩს გერმანიის ნაკრები 16 ივნისს გამართავს, როცა პორტუგალიას დაუპირისპირდება. ოლივერ კანის თქმით, წუხს იმის გამო, რომ მანუელ ნოიერმა შესაძლოა ამ თამაშისთვის რეაბილიტირება ვერ მოასწროს.
შეგახსენებთ, რომ მხრის ტრავმის გამო, მიუნხენის „ბაიერნის" კარის დარაჯი უკვე 2 კვირაა ვარჯიშს ვერ ახერხებს.
„ეს დიდი სტრესია მანუელისთვის. მან არ იცის, როგორ გამოავლენს მისი ორგანიზმი თავს უკანასკნელ დღეებში.
მაგრამ უახლოეს დღეებში იგი ვარჯიშს უნდა დაუბრუნდეს. თუკი ამის გაკეთებას შეძლებს, პორტუგალიასთან თამაშში მის მონაწილეობის მიღებას ვერაფერი შეუშლის ხელს. ნოიერს საკმარისი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, როდისაა ჯანმრთელი და როდის - არა", - განაცხადა კანმა.