სპორტი
„ინძაგის ყველაფერი გამოუვა“ - ელ შაარავი
ავტორი: გიორგი კინტირაია
07 ივნისი, 2014. 18:00
„მილანის" ფორვარდი სტეფან ელ შაარავი დარწმუნებულია, რომ „როსონერის" მთავარ მწვრთნელად ფილიპე ინძაგის მოწვევა სწორი გადაწყვეტილება იქნება.
„მე ვიცი, რომ მწვრთნელი ჯერ კიდევ ზეედორფია, მაგრამ თუკი „მილანს" ინძაგი უხელმძღვანელებს, ვფიქრობ, რომ მას ყველაფერი გამოუვა", - განაცხადა ელ შაარავიმ.
21 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა.
„ჩემი აზრით, იტალიის ნაკრების მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. პრანდელის ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, ფეხბურთელები, რომლებსაც კარგი შედეგის მიღწევა შეუძლიათ", - აღნიშნა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ პრანდელიმ ელ შაარავის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრების 23-კაციან განაცხადში არ უხმო.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19